გამოიცანით, რომელი პოლიტიკოსი ზის ზურგით?

გამოიცანით, რომელი პოლიტიკოსი ზის ზურგით?

ინფორმაცია, როგორი სასიამოვნო მოსასმენიც არ უნდა იყოს, მაყურებელსა და მკითხველს ღლის, განსაკუთრებით თუ პოლიტიკურ ინფორმაციაზეა საუბარი. პოლიტიკა ჩვენი ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილია და ამას ვერსად გავექცევით, თუმცა მისი "სიმძიმე" ხანდახან იუმორით შეიძლება შევამსუბუქოთ...

ცოტა ხნის წინ PALITRANEWS-ის ფეისბუქის გვერდზე ახალი სახალისო პროექტი დაიწყო. ტელევიზიის ფეისბუქის გვერდზე ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს, 15:00 სთ-ზე ცნობილი პოლიტიკოსის ერთი სურათი იტვირთება. ზოგადად, "პალიტრანიუსის" ფეისბუქის გვერდი ძალიან აქტიურია, საზოგადოების ჩართულობაც დიდია. ვისაც ტელევიზორის ყურების დრო არ აქვს, შეუძლია 24 საათის მანძილზე მიიღოს ინფორმაცია სოციალურ ქსელში "პალიტრანიუსის" გვერდიდან. პოლიტიკოსი მაყურებლისკენ ზურგით ზის (უყურებს "პალიტრანიუსს"), ოთახში განლაგებული ნივთებით კი შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება. სურათზე ერთი ზედმეტი ნივთიცაა, რომელიც ამ პოლიტიკოსს არაფერში სჭირდება. ამ მინიშნებებით ინტერნეტმომხმარებელს მარტივად შეუძლია ამოიცნოს, ვინ არის ფოტოზე აღბეჭდილი.

ფოტოპროექტმა თავიდანვე დიდი ინტერესი გამოიწვია და ინტერნეტმომხმარებელში მალე მოიპოვა პოპულარობა. ეს სურათების კომენტარებსა და მოწონებაშიც გამოიხატება. პროექტი სამომავლოდაც გაგრძელდება და არაერთი სახალისო და საინტერესო ფოტო დაემატება (დაათვალიერეთ ფოტოები)

ვახტანგ მძინარაშვილი ("პალიტრანიუსის" მარკეტინგის მენეჯერი)

- გვინდოდა ჩვენი მაყურებელი, რომელიც სოციალური ქსელით სარგებლობს გაგვემხიარულებინა და გვეჩვენებინა, თუ ვინ გვიყურებს ჩვენ (საქმიანი ადამიანები, პოლიტიკოსები, ბიზნესმენები და სხვ.), თან ამ ყველაფრისათვის იუმორისტული კუთხით შეგვეხედა და გაგვეკეთებინა კოლაჟები, სადაც არის ცნობილი ადამიანი, მისთვის დამახასიათებელი ნიუანსებით და აქვე ერთ საგანიც, რომელიც მისთვის სრულიად ზედმეტია. ეს ერთგვარი იუმორისტული გამოკითხვაა.

- როგორია საზოგადოების რეაქცია?

- ძალიან ნორმალური, არავითარი აგრესია არ იგრძნობა, პირიქით გამოხმაურება ძალიან დადებითია. აქტიურად არიან ჩართულები, ცდილობენ გამოიცნონ. კომენტარებში და პირადადაც გვწერენ, ათასგვარ იდეას გვთავაზობენ, თუ ვინ შეიძლება იყოს სამომავლოდ და რა დეტალების გამოყენება შეიძლება. ბუნებრივია, ეს აქტიურობაც პროექტის წარმატებაზე მიუთითებს.

- სამომავლოდაც ხომ არ აპირებთ მსგავსი ტიპის სიახლეებს?

- ეს ერთჯერადი კამპანია არაა, ამჟამად ასე ვთქვათ დაკვირვების პროცესში ვართ. ჩვენს ერთგულ მაყურებელს ვურჩევ, ადევნონ თვალი ჩვენს ფეისბუქის გვერდს, იაქტიურონ, გააკეთონ კომენტარები, შემოგვთავაზონ საკუთარი ვარიანტები, იდეები და მსგავსი ტიპის კამპანიების გაგრძელებას თავადაც შეუწყონ ხელი. ჩვენის მხრივ კი ვპირდებით, რომ არაერთი სასიამოვნო სიახლე იქნება.

ლადო გოგოლაძე

AMBEBi.GE

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს