ისტორიული დღე რაგბისთვის - საქართველო მსოფლიო რაგბის საბჭოში მიიღეს

ისტორიული დღე რაგბისთვის - საქართველო მსოფლიო რაგბის საბჭოში მიიღეს

მსოფლიო რაგბის ოფიციალური საიტი იუწყება, რომ მსოფლიო რაგბის საბჭო გაფართოვდა და იქ საქართველო, რუმინეთი და აშშ შევიდა.

ამ სამმა ფედერაციამ ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა, რაც ნოემბერში გამართულ შეხვედრაზე დაისახა.

საქართველოს მსოფლიო რაგბის საბჭოში ერთი წარმომადგენელი ეყოლება ორი ხმით.

მსოფლიო რაგბის პრეზიდენტმა ბერნარ ლაპასემ შემდეგი განაცხადა: "ეს ისტორიული დღეა ჩვენი სპორტის სახეობისთვის. საბჭოში ახალ წევრებს, საქართველოს, რუმინეთსა და აშშ-ს მივესალმებით. ამ ქვეყნებმა დიდი წვლილი შეიტანეს რაგბის განვითარებაში, ისინი პროგრესირებენ, როგორც სარაგბო მოედნებზე, ისე მის მიღმა. ამიერიდან ეს ქვეყნები კიდევ უფრო მეტს გააკეთებენ რაგბის განვითარებისთვის.

"განსაკუთრებული დღეა ქართული რაგბისთვის. ჩვენ გაგვაჩნია ჯანსაღი ამბიცია, რომ ეს სპორტი განვავითაროთ ქვეყანაში სწორი ორგანიზაციით. დავამკვიდროთ რაგბის რაინდული ფასეულობები.

მადლობა ბერნარ ლაპასეს თანადგომისთვის, ამას ჩვენ მუდმივად ვგრძნობდით. ასეთი პოლიტიკა კი მხოლოდ ჩვენს განვითარებას შეუწყობს ხელს. ასევე ვულოცავ ჩვენს რუმინელ და ამერიკელ პარტნიორებს", - განაცხადა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ.

sportall.ge

შეგიძლიათ წაიკითხოთ: "დინამოზე" თამაშის დროს ვცდილობ ადამიანებში დედის სახე დავიჭირო" - შალვა სუთიაშვილი პირადსა და რაგბზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია