ევა ბარბაქაძეს აუტანელ ტკივილებს ე.წ. მორფით უყუჩებენ - შორენა ბეგაშვილის მეგობრები ფინანსურ დახმარებას ითხოვენ

ევა ბარბაქაძეს აუტანელ ტკივილებს ე.წ. მორფით უყუჩებენ - შორენა ბეგაშვილის მეგობრები ფინანსურ დახმარებას ითხოვენ

მსახიობ შორენა ბეგაშვილის მეგობრები ევა ბარბაქაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კიდევ ერთ კომენტარს აკეთებენ. როგორც მათ palitratv.ge-სთან საუბრისას განაცხადეს, ევა ბარბაქაძის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება და მას ტკივილებს ე.წ. მორიფთ უყუჩებენ. შორენა ბეგაშვილის მეგობრები ფინანსურ დახმარებას ითხოვენ. ოპერაციისთვის საჭირო თანხა ამ დრომდე ვერ შეგროვდა. თურქეთის საავადმყოფოში ევას ხვალ ელოდებიან. ოპერაცია 14 მაისს არის დანიშნული.

სალომე გველესიანი: გუშინ და დღეს მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. აუტანელმა ტკივილებმა ბავშვი გატანჯა. ექიმები ვარაუდობდნენ, რომ ეს ყველაფერი ოპერაციის შემდგომი ტკივილები იყო. ბოლო ანალიზებმა აჩვენა, რომ ხერხემალში არის პრობლემა, რაც აუცილებელ ოპერაციას საჭიროებს. 2-3 დღის ვადაში თუ არ დაინიშნა ოპერაცია, შეიძლება ბავშვის ფეხზე გავლას პრობლემა შეექმნას.

იხილეთ ვიდეო

თამო ჩალაძე: ოჯახს უკვე არაფრის საშუალება აღარ აქვს. ამიტომ ვდგავართ და ვითხოვთ მეგობრები დახმარებას. შევაგროვეთ მხოლოდ პირველადი თანხები.

თამარ შუღლიაშვილი: დღეს ყველას უჭირს, მაგრამ სხვანაირად ფიზიკურად არაფერი გამოგვივა. თვითონ შორენაც არის ისწეთი ადამიანი, რომელსაც ვიღაცისთვის რაღაცის თხოვნა ძალიან უჭირს

შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი ევა ბარბაქაძე იაშვილის კლინიკაში უმძიმესი ტკივილებით გუშინ გადაიყვანეს.

ევას დასახმარებლად გახნილია ანგარიში:

ბანკი რესპუბლიკა: GE39Bღ0000010929691997

საქართველოს ბანკი: GE57BG0000000642055200

TBC ბანკი: GE61თB7723536010100019 (GEL)

GE40თB1123536110100031 (UშD)

მიმღები: შორენა ბეგაშვილი

ასევე იხილეთ:  "დავუძახე: ევა მოდი-მეთქი, გავედი და... ვნახე ცარიელი ოთახი" - შორენა ბეგაშვილი უბედური შემთხვევის ღამეს იხსენებს

"მანქანები დავალომბარდეთ... პირველი ეტაპის თანხა ასე თუ ისე შეგროვდა" - შორენა ბეგაშვილის ქალიშვილს თურქეთში ხვალ დილით გადაიყვანენ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია