ერთწლიანი პაუზის შემდეგ კახის წმინდა გიორგის ტაძარში მღვდელმსახურება აღდგება

ერთწლიანი პაუზის შემდეგ კახის წმინდა გიორგის ტაძარში მღვდელმსახურება აღდგება

კახის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, რომელიც ისტორიულ ჰერეთში ერთადერთი მოქმედი ეკლესიაა, ერთწლიანი პაუზის შემდეგ მღვდელმსახურება განახლდება. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა მეუფე დიმიტრიმ განუცხადა, ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი პეტრე (ხუმარაშვილი) იქნება. პეტრე ხუმარაშვილი ამჟამად დედოფლისწყაროს ღვთისმშობლის სამლოცველო სახლის წინამძღვარია. მეუფე დიმიტრის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან წერილი 7 თვის წინ გაგზავნეს.

"პეტრე ხუმარაშვილმა აზერბაიჯანის მოქალაქეობა რამდენიმე დღის წინ მიიღო. იგი კახის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მღვდელმსახურებას ყოველ შაბათ-კვირას ჩაატარებს", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს მეუფე დიმიტრიმ.

წაიკითხეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა