ირაკლი ოქრუაშვილის მეგობარს გორის საცურაო აუზი უბრუნდება

ირაკლი ოქრუაშვილის მეგობარს გორის საცურაო აუზი უბრუნდება

გორის საცურაო აუზი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის მეგობარს გია გიგუაშვილს გადასცემენ. აღნიშნული გადაწყვეტილება მთავარი პროკურატურის ე.წ. "სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა" მიიღო.

გია გიგუაშვილი საცურაო აუზის მფლობელი 2007 წლის ივნისიდან 2008 წლის ივლისამდე იყო.

2008 წლის ივლისში გია გიგუაშვილს და მის მეუღლეს, ოლღა პავლიაშვილს ქონება სახელმწიფოს სასარგებლოდ გადააფორმებინეს. ამ პროცესში შიდა ქართლის ოლქის მაშინდელი პროკურორი დავით საყვარელიძე და მაშინდელი გუბერნატორი ლადო ვარძელაშვილი იყვნენ ჩართულები.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა