საგარეჯოელი მფრინავი - 29 წლის ეკატერინე ქვლივიძე

საგარეჯოელი მფრინავი - 29 წლის ეკატერინე ქვლივიძე

29 წლის ეკატერინე ქვლივიძე ალექსევკის შერეულ საავიაცო ბაზაზე სამხედრო მფრინავია. ეკატერინე საგარეჯოდან არის. ის საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველი სამხედრო მფრინავი ქალია. ეკატერინეს მოვალეობა საფრენოსნო დავალელებების შესრულება, მედესანტეების კონკრეტულ წერტილზე გადაყვანა და საშტაბო საქმიანობის შესრულებაა. ეკატერინე ქვლივიძეს 30 აპრილს თავდაცვის მინისტრმა კაპიტნის წოდება მიანიჭა. ეკატერინე ქვლივიძე საავიაციო ბაზაზე სამუშაოდ კონკურსის წესით შეარჩიეს.

"6-7 წლის ვიყავი, უკვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ სამხედრო პირი გავმხდარიყავი. ალექსევკის შერეულ სამხედრო ბაზაზე სამხედრო მფრინავის პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდა და წავედი. საკმაოდ დიდი კონკურსი იყო. 60-70 ბიჭი იღებდა მონაწილეობას. ფიზიკური გამოცდების გარდა, ბევრი თეორიული და ფსიქოლოგიური გამოცდა ჩავაბარე და ასე ახდა ჩემი ოცნება. ფრენას ჩემთვის საოცარი განცდა მოაქვს. თუ ხარ სამხედრო მფრინავი ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ მუდმივად ხარ ძალიან დაძაბულ რეჟიმში", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ეკატერინე ქვლივიძემ.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

გარდაბნის სოფლებში ხვალიდან გაფართოებული ტესტირება იწყება - რაიონი შესაძლოა ჩაიკეტოს

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში