რას ყვება გოგონა, რომელიც ტყიბულში ქედიდან გადავარდა?

რას ყვება გოგონა, რომელიც ტყიბულში ქედიდან გადავარდა?

გოგონა, რომელიც რამდენიმე დღის წინ, ტყიბულში ერთ-ერთი ქედიდან გადმოვარდა, საავადმყოფოდან სახლში გაწერეს. 26 წლის თეონა ფურცხვანიძე ჯგუფთან ერთად "მთასაყდარზე" მიდიოდა მოსალოცად, რა დროსაც თოვლზე ფეხი დაუცურდა და ბილიკიდან გადავარდა. თეონა მომხდარს "ნიუპრესთან"  იხსენებს.

"ქედზე ჯგუფთან ერთად გადავაადგილდებოდი. მეხმარებოდნენ მეგობრები, მაგრამ ერთ მომენტში ჩემთვის ხელი არავის ეკიდა. თოვლის საფარზე ფეხი დამიცურდა, დავსრიალდი და დავგორდი. გონება არ დამიკარგავს, მახსოვს, რამდენიმე ბრუნი გავაკეთე ჰაერში და მთელი ძალით ვეცემოდი ლოდებზე. დაახლოებით 15 მეტრი სიმაღლიდან ჩავვარდი. ბოლოს, რომ დავეცი, მივხვდი, რომ განძრევა არ შემეძლო. ყველაფერი მაწუხებდა. მეგობრებიც მალე მოვიდნენ დასახმარებლად, მაგრამ მე სიარული არ შემეძლო და მაშველების დახმარება გახდა საჭირო", - განაცხადა თეონა ფურცხვანიძემ.

იხილეთ ვრცლად

”ახალი გაზეთი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა