ოპერაცია დაიწყო - შორენა ბეგაშვილი კლინიკიდან ფოტოს აქვეყნებს.
"წაიყვანეს ჩემი გოგო. ოპერაცია დაიწყო. მადლობა ყველას დახმარებისთვის",- წერს შორენა ბეგაშვილი.
ევა ბარბაქაძეს თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში, ამ წუთებში ურთულესი ოპერაცია უტარდება. ოპერაციისთვის საჭირო თანხის შესაგროვებლად სპეციალური ანგარიშები გაიხსნა.
ჯანდაცვის სამინისტრო, რეფერალური პროგრამით, ევა ბარბაქაძეს მკურნალობისთვის 10 000 დოლარს ჩაურიცხავს.
რამდენიმე წუთის წინ კი ირაკლი გაფრინდაშვილმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე გამოაქვეყნა სასიხარულო პოსტი, სადაც წერია, რომ ენერგეტიკის მინისტრი, კახი კალაძე ევას ოპარაციისთვის 10 000 ლარს გადარიცხავს.
შეგახსენებთ: ევა ბარბაქაძის დასახმარებლად გააქტიურდა სპეციალური ნომერი: 0901701100 - "მაგთისა" და "ბილაინის" აბონენტებისთვის.
ზარის ღირებულება 1 ლარი.
თანხის გადარიცხვის მსურველებმა კი შეგიძლიათ გამოიყენოთ ანგარიშის ნომრები:
"საქართველოს ბანკი":
GE57BG0000000642055200
TBC ბანკი:
GE61TB7723536010100019 (GEL)
GE40TB1123536110100031 (USD)
ბანკი „რესპუბლიკა“:
GE39BR0000010929691997
მიმღები: შორენა ბეგაშვილი"