შესაძლოა, სიგამხდრე ჯანმრთელობისთვის მეტად მავნებელი იყოს, ვიდრე ზედმეტი წონა,- ასეთ მოსაზრებას დანიელი მეცნიერები გამოთქვამენ.
დანიაში ჩატარებული კვლევების თანახმად, ნაადრევი სიკვდილიანობის დონე უფრო მაღალია გამხდარი, ნორმალური და ჭარბი წონის მქონე ადამიანებში, ვიდრე იმ ადამიანებში, რომელთა წონა სტანდარტზე რამდენიმე კილოგრამით მეტია.
კვლევის დროს მეცნიერებმა შეისწავლეს დემოგრაფიული მდგომარეობა 1970-იანი წლებიდან დღემდე და სიკვდილიანობის სტატისტიკა დაღუპულთა სიმაღლესა და წონას შეადარეს.
კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მეცნიერთა თქმით, დღეს სიმსუქნის გამო გარდაცვალების შანსი მინიმუმამდეა დაყვანილი, რადგან თანამედროვე მედიცინა უკეთესად უმკვლავდება ჭარბი წონით გამოწვეულ პრობლემებს, მათ შორის ქოლესტერინის მაღალ დონესა და არტერიულ წნევას. იხილეთ გაგრძელება