განადგურებული მოსავალი 11 სოფელში - დრამატული კადრები კახეთიდან, სადაც სტიქია 15 წუთის მანძილზე გრძელდებოდა

განადგურებული მოსავალი 11 სოფელში - დრამატული კადრები კახეთიდან, სადაც სტიქია 15 წუთის მანძილზე გრძელდებოდა

კახეთში წუხელ სტიქიისგან მიყენებულ ზიანს ითვლიან. როგორც გურჯაანის რაიონის გამგებელმა გია გერგიძემ ”ინტერპრესნიუსთან” საუბარში განაცხადა, კომისია ამ წუთებში მუშაობს და ზარალს ითვლის.

"ჯერ ზუსტად არ ვიცი რა მოხდა, ჩემი თანამშრომლები ადგილზე არიან და ზარალს ითვლიან, ზუსტი ინფორმაცია შუადღის შემდეგ მექნება", - განაცხადა გერგიძემ.

როგორც ადგილობრივები იუწყებიან, სოფლებში - არაშენდაში, დარჩეთსა და ნანიანში სტიქიამ მარწყვის მოსავალი და ბოსტნეული გაანადგურა. სეტყვის გარდა გურჯაანის მუნიციპალიტეტში იყო ძლიერი ქარიშხალიც.

წუხელ სტიქიამ კახეთის 11 სოფელი დააზარალა.

იხილეთ ვიდეო

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა