აბაშაში "კონსტანტინეობა" გაიმართა - მწერლის 123-ე წლისთავი მის სახლ-მუზეუმში აღინიშნა

აბაშაში "კონსტანტინეობა" გაიმართა - მწერლის 123-ე წლისთავი მის სახლ-მუზეუმში აღინიშნა

15 მაისი დიდი ქართველი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას დაბადების დღეა. წელს მისი  დაბადებიდან 123 წელი შესრულდა. ცნობილი მწერლის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მისსავე სახლ-მუზეუმში გაიმართა. მასში სხვადასხვა კუთხეებიდან მოწვეული ფოლკლორული ანსამბლები მონაწილეობდნენ. ესენია: (ხობი - რამაზ ლოლუა; სენაკი - ტარიელ ზურაბაშვილი; ხელვაჩაური - "ათძალი"; ურეკი - "ურეკი"; აბაშა - "ჰარირა"; აბაშა - "სამეგრელო"; საჩხერე - "სამეფო"; ჩხოროწყუ - "ჩხოროწყუ"; ბოლნისი - "ბოლნელა"; აბაშა - "ქილორი"; აბაშა -"თოლიგე"; სენაკი - "კუჩხი ბედინერი"; სენაკი - "კოლხური ტრიო"; მარტვილი - "კოლხიდა"; თერჯოლა - "იამე", აბაშა - ბიჭუნათა გუნდი; ზუგდიდი - "ოდოია"; ფოთი - "იმედი"; ოზურგეთი - "მანანური"; ვანი - "ვანი"; აბაშა - "ანანური"; აბაშა - ქორ. ანსამბლი).

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის სოფიკო კოკაიას ინფორმაციით, "კონსტანტინეობას" აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ქურდოვანიძე, მუნიციპალიტეტის გამგებელი მამუკა კვიტაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე კახაბერ რუსია და სხვადასხვა მუნიციპალიტეტების ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე ადგილობრივი მოსახლეობა და სხვადასხვა რეგიონებიდან მოწვეული სტუმრები იმყოფებოდნენ. მათ საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი, გამოფენილ ექსპონატებში ამოეკითხათ უბადლო მწერლის ხელნაწერები.

მიმდინარე წელს კონსტანტინე გამსახურდიას მუზეუმის ტერიტორიაზე განახლდა ღია სცენა და მოეწყო გამსახურდიების ჯარგვალი. სამუშაოები შ.პ.ს."ოსო"-მ განახორციელა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 13000 ლარით დაფინანსდა.

მწერალი კონსტანტინე გამსახურდია 1893 წლის 15 მაისს სოფელ ძველ აბაშაში დაიბადა. ის ფილოსოფიის დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატია.

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა