ძველი ნივთებისა და ძვირფასი ქვების გია ჯაჯანიძისეული კოლექცია - როგორ სახლში ცხოვრობს ტელეწამყვანი

ძველი ნივთებისა და ძვირფასი ქვების გია ჯაჯანიძისეული კოლექცია - როგორ სახლში ცხოვრობს ტელეწამყვანი

ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე ყოველთვის ექსტრავაგანტურობითა და არაორდინარულობით გამოირჩევა. ტრადიციას არც ამჯერად უღალატა. ჩვენთან ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ ორი თვე მაღალსართულიან კორპუსში მელასთან ერთად ცხოვრობდა, იქ კარტოფილი, გოგრა, კიტრი, ლიმონი და ლობიო მოჰყავს, ახლო მომავალში კი სირაქლემას შეძენას გეგმავს.

- სახლი ჩემთან ასოცირდება სავარძელთან. სახლში არასოდეს ვარ მარტო. ფიზიკურად ადამიანების ყოფნას არ ვგულისხმობ. ვზივარ სავარძელში, ვკითხულობ ან ტელევიზორს ვუყურებ, შევდივარ ფეისბუქში მხოლოდ იმიტომ, რომ შევიტყო სიახლეების შესახებ. თუ ვინმეს რამე პოლემიკა უნდა, იმ წუთას ტელეფონის ნომერს ვაძლევ, რადგან ბევრი წერის დრო არ მაქვს. მარტოობის შეგრძნება არასოდეს მქონია. ფიქრში ჩემთან არიან ადამიანები, მაქვს დიალოგი, ვაწყობ გეგმებს, ვწერ პროექტებს, სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ მარტო არასოდეს ვრჩები.

- მეგობრები ხშირად გსტუმრობენ?

- არ მიყვარს სტუმრები. არ იფიქროთ, რომ სტუმართმოყვარე არ ვარ. თუ გაქვს საქმე, უნდა მოხვიდე. თუ მომენატრე, მოგენატრე და დავთქვით, რომ უნდა შევხვდეთ, ვისაუბროთ, ეს უნდა დავაწყო წინასწარ, დავგეგმო. დაუგეგმავი სტუმრობებისთვის დრო არ მაქვს.

- რემონტის საკითხში რამდენად ერკვევით?

- ვერ ვიტან რემონტს, არეულობას. ჩემს სახლში მაშინ კეთდება რემოტი, როცა უცხოეთში ვარ. ჩამოვდივარ და გამზადებული მხვდება განაგრძეთ კითხვა და დაათვალიერეთ ფოტოები

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს