"ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარის ციცო აბუაშვილის პლაკატს კონკურენტის პლაკატი გადააკრეს

"ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარის ციცო აბუაშვილის პლაკატს კონკურენტის პლაკატი გადააკრეს

სოფელ მეტეხის მაჟორიტარი კანდიდატის ციცო აბუაშვილის პლაკატს კონკურენტი კანდიდატის პლაკატი გადააკრეს. ამის ამსახველი ფოტო მასალა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტმა გადაიღო.

ციცო აბუაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სახელით იბრძვის არჩევნებზე, ხოლო მისი კონკურენტი ალექსი მერებაშვილი ქართული ოცნების წარმომადგენელია.

სოფელ მეტეხში შუალედური არჩევნები 22 მაისს გაიმართება.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი რობერტ კავთიაშვილი აცხადებს, რომ ქართულმა ოცნებამ საარჩევნო კოდექსი დაარღვია, რეგირებისთვის კი საოლქო კომისისას საჩივრით მიმართავს.

კასპის 30-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარე ნანა ნონიაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საჩივარი ჯერ შემოსული არ არის.

იხილეთ ვრცლად შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა