"კინაღამ ადამიანების სიყვარული შემერყა მის დანახვაზე" - ნათია ფანჯიკიძე ნუკრი ქანთარიაზე

"კინაღამ ადამიანების სიყვარული შემერყა მის დანახვაზე" - ნათია ფანჯიკიძე ნუკრი ქანთარიაზე

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ირაკლი ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ ნუკრი ქანთარიასთან დაკავშირებით "ფეისბუქზე" პოსტს აქვეყნებს:

"ნუკრი ქანთარიას ვუსმინე მაესტროზე, მაშინაც ეშმაკივით პირველი მოვიდა საავადმყოფოში, ბუკას რომ კლავდნენ, ლამის ბუკას სანამ ესროდნენ მანამდე უკვე იქ იყო, "არაფერი ისეთი არ მომხდარა, კოჭი გაეკაწრა და თანაც პირადია ეს ამბავი კაცოო!!!" - ხელისუფლების ერთერთი მთავარი გამხმოვანებელი ტელევიზიისთვის ამ შინაარსის ინტერვიუს მისაცემად მოვიდა. ხოდა ახლაც კინაღამ ადამიანების სიყვარული შემერყა მის დანახვაზე და სასწრაფოდ თავს ვუმკურნალე, - თერაპიისთვის ეს საოცრება წამოვიღე ძალიან კარგი ქალის კედლიდან. არ შეიძლება სამყაროში სიკეთემ რომ არ გაიმარჯვოს, აი, შეხედეთ ამ სამოთხიდან მოვლენილებს და დარწმუნდებით, რომ სიკეთე და სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს", - წერს ფანჯიკიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს