"ყოველთვის ისე ვცხოვრობდი, რომ არავის წამოსაყვედრებელი არ მქონოდა რამე" - ბეგაშვილის ემოციური პოსტი ევას ოპერაციის წინ და პასუხი კრიტიკოსებს

"ყოველთვის ისე ვცხოვრობდი, რომ არავის წამოსაყვედრებელი არ მქონოდა რამე" - ბეგაშვილის ემოციური პოსტი ევას ოპერაციის წინ და პასუხი კრიტიკოსებს

მსახიობი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი ევა ბარბაქაძის მეოთხე ოპერაციის წინ "ფეისბუქზე" ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომლითაც კრიტიკოსებს პასუხობს. მისი ინფორმაციით, ევას საოპერაციოდ ამ წუთებში ამზადებენ.

"ბინა კრედიტით მაქვს, გადაამოწმეთ, გეხერხებათ. რომ გავყიდო ბანკში უნდა ჩავრიცხო...მანქანა, შუბა და ყველაფერი იყიდება. მოდით და იყიდეთ. ასეთი ხალხის გამო ვიკავებდი თავს ძვირადღირებულ მკურნალობაზე და თვე და ორი კვირა ვუყურებდი სიცხიან ბავშვს, ტკივილები როგორ ტანჯავდა. ყოველთვის ისე ვცხოვრობდი, რომ არავის წამოსაყვედრებელი არ მქონოდა რამე. პირიქით, აქეთ ვეხმარებოდი როგორც შემეძლო. მე კიდევ დავიწყებ ნულიდან ცხოვრებას და უკეთესი ჯიპიც მეყოლება, შუბაც და ბევრი ის ნივთი, რომელიც უკვე გაიყიდა. ეხლა, როცა გაქექეთ ჩემი ცხოვრება გეტყვით, რომ ევას საოპერაციოდ ამზადებენ. ბოლო ორი თვის მანძილზე მეოთხე ოპერაციაა. მაინც ყველაზე ლამაზია. მადლობა მერიას, ჯანდაცვის სამინისტროს, ანუკის და კახა კალაძეს. მათი წყალობით ევას პირველი ოპერაციის ნახევარი დაფინანსდა და არ გეგონოთ მარტო ჩემს შვილს აფინანსებენ. ბევრი ქართველი წევს აქ მათი დახმარებით. მადლობა ქართველ ემიგრანტებს, რომლებიც აქ ყურადღებას არ გვაკლებენ. წინ რთული დღეებია, მაგრამ კარგად იქნება ჩემი გოგო, უნდა გაიაროს და იცეკვოს ისევ, ისევ უნდა მომპაროს ფეხსაცმელი და გამიფუჭოს.

მადლობა, რომ მარტო არ დამტოვეთ", - წერს შორენა ბეგაშვილი.

ასევე იხილეთ: "ევას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა..." - ახალი ინფორმაცია თურქეთის კლინიკიდან და მერიის მიერ გადარიცხული 15 000

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს