სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა უცნაური საგზაო წესები მოქმედებს. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს წიგნიდან ”ავტომრჩეველი - ის, რაც ყველა მძღოლმა უნდა იცოდეს”. წიგნის მესამე ნაწილი ჟურნალ ”AUTO BILD საქართველოს” მაისის ნომერთან ერთად იყიდება (წიგნის სპეციალური ფასი - 2 ლარი, ჟურნალთან ერთად - 5 ლარი).
► ალასკაში აკრძალულია მგზავრობა სახურავზე შემოსმული ძაღლით
► ტენესის შტატში, რომელიც ყველა მხრიდან ხმელეთით არის მოცული, აკრძალულია მოძრავი მანქანიდან ვეშაპისთვის სროლა
► თუ თქვენ ატარებთ მხედველობის მაკორექტირებელ სათვალეს, მაშინ ესპანეთში მგზავრობისას აუცილებლად უნდა იქონიოთ თან სათადარიგო.
► კვიპროსში აკრძალულია საჭესთან საკვების მირთმევა და რაიმეს დალევა. წყლისაც კი!
► თუ ქვეითს ტალახიანი წყალი შეესხა, იაპონიაში მძღოლს აჯარიმებენ
► საუდის არაბეთში ქალებს ეკრძალებათ ავტომანქანის მართვა ( გამონაკლისია კერძო გზები).
► ბრაზილიაში, საგზაო შემთხვევის ყველა მონაწილე გადის ალკოტესტს (იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებული გარდაიცვალა, მასაც უტარდება ალკოტესტი).
► იტალიაში სავალდებულოა კატების და ძაღლების ტრანსპორტირებისას მათი ღვედით დამაგრება.