რძლის პა­სუ­ხი დე­დამ­თილს...

რძლის პა­სუ­ხი დე­დამ­თილს...

"მე ქე­თა ვარ. ძა­ლი­ან მინ­და, თქვენს სტა­ტი­ას გა­მო­ვეხ­მა­უ­რო და იმე­დია, ამის სა­შუ­ა­ლე­ბას მომ­ცემთ. "გზა" #5-ში და­ი­ბეჭ­და ჩე­მი დე­დამ­თი­ლის ინ­ტერ­ვიუ. მარ­თა­ლია, სა­ხე­ლე­ბი შე­უც­ვ­ლია, მაგ­რამ მა­ინც ამო­ვი­ცა­ნი. მან გი­ამ­ბოთ, რომ მის­მა არ­ჩე­ულ­მა რძალ­მა ცხოვ­რე­ბა გა­ვუმ­წა­რე. იქ­ნებ მეც და­მით­მოთ ცო­ტა­ო­დე­ნი დრო, რომ თა­ვი და­ვიც­ვა? წი­ნას­წარ გიხ­დით მად­ლო­ბას", - ქე­თამ ეს მე­სი­ჯი ჟურ­ნა­ლის გა­მოს­ვ­ლის დღეს ანუ ხუთ­შა­ბათს მომ­წე­რა. ცხა­დია, უარს ვერ ვეტყო­დი და მას­თან ინ­ტერ­ვიუ ტე­ლე­ფო­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით ჩავ­წე­რე.

- ჩე­მი დე­დამ­თი­ლი ყო­ველ­თ­ვის იმას აკე­თებს, რაც თა­ვად უნ­და. სურს, პირ­ვე­ლი იყოს და ცოცხა­ლი თა­ვით არა­ვის და­უთ­მობს ლი­დე­რო­ბას. ახ­ლაც ასეა - პირ­ველ­მა ხომ თა­ვად გი­ამ­ბოთ ჩვე­ნი ოჯა­ხუ­რი კონ­ფ­ლიქ­ტე­ბის შე­სა­ხებ და რომ არა მი­სი ეს ნა­ბი­ჯი, ვე­რას­დ­როს გავ­ბე­დავ­დი, ჟურ­ნა­ლის­ტ­თან მე­ლა­პა­რა­კა ჩემს პრობ­ლე­მებ­ზე... მარ­თა­ლია, მან მი­პო­ვა და სარ­ძ­ლოდ შე­მარ­ჩია, თა­ვი­სი კარ­გი ბი­ჭი მე ჩა­მა­ხუ­ტა, მაგ­რამ ეს არ აძ­ლევს იმის უფ­ლე­ბას, რომ რო­ცა მო­უნ­დე­ბა, აბუ­ჩად ამიგ­დოს, ბურ­თი­ვით მა­თა­მა­შოს, რა­ი­მე წა­მო­მაყ­ვედ­როს. რო­ცა ჩვენს ოჯახ­ში პირ­ვე­ლად მო­ვი­და, თა­ვის ქმარ-შვილ­თან ერ­თად, სახ­ლი სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნად და­ათ­ვა­ლი­ე­რა, ჩე­მი ოთა­ხი კი ლა­მის გა­და­ატ­რი­ა­ლა, კა­რა­დე­ბიც გა­მო­ა­ღო და შე­ა­მოწ­მა, სად რა ელა­გა. თან, ამას ისე აკე­თებ­და, ვი­თომც ბუ­ნებ­რი­ვი იყო მი­სი საქ­ცი­ე­ლი. ცო­ტა არ იყოს, შე­უ­რაცხ­ყო­ფი­ლად ვიგ­რ­ძე­ნი თა­ვი და ვა­პი­რებ­დი, ამ თავ­ხე­დი ქა­ლის რძლო­ბა­ზე უარი მეთ­ქ­ვა, მაგ­რამ სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, მის­მა ვაჟ­მა იმ­დე­ნად მომ­ხიბ­ლა, რომ ვი­ფიქ­რე, - ამ ბი­ჭის გა­მო ყვე­ლა­ფერს გა­ვუძ­ლებ, მით უმე­ტეს, რომ ვე­რა­ფე­რი და­მი­წუ­ნა-მეთ­ქი, მაგ­რამ ეტყო­ბა, წყე­ნა გუ­ლი­დან ვე­რაფ­რით ამო­ვიგ­დე. ვიდ­რე და­ნიშ­ნუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, კუდ­ში რომ დამ­დევ­და, ესეც ვი­ცო­დი. არა მარ­ტო ჩე­მი მშOობლების, არა­მედ ბე­ბია-ბა­ბუ­ე­ბის, მა­თი დედ-მა­მე­ბის ამ­ბე­ბი გა­მო­ი­კითხა, - ჯიშ­ში ავი და ზნე­და­ცე­მუ­ლი ხომ არა­ვინ ჰყო­ლი­ა­თო? მოკ­ლედ, ნაკ­ლი რომ ვერ მი­პო­ვა, ამით ბედ­ნი­ე­რი იყო. მე­გობ­რე­ბი მის გა­მო დამ­ცი­ნოდ­ნენ კი­დეც: მიკ­როს­კო­პით გაკ­ვირ­დე­ბა და ფრთხი­ლად იყა­ვიო.

- და მა­ინც გა­რის­კეთ, მის ვაჟს ცო­ლად გაჰ­ყე­ვით, არა?

- ხომ გითხა­რით, საქ­მ­რო ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. მივ­ხ­ვ­დი, მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, "დე­დი­კოს ბი­ჭი" არ იყო და მი­ვენ­დე. რო­ცა დავ­ქორ­წინ­დით, დე­დამ­თილ­მა სახ­ლ­ში დი­დი ამ­ბით მი­მი­ღო, რაც კი ჰქონ­და, მო­მა­ყა­რა - ოქ­როს სამ­კა­უ­ლე­ბიც და ტან­საც­მელ-საჭმMელიც, მაგ­რამ ვხვდე­ბო­დი, ამას იმი­ტომ აკე­თებ­და, რომ და­ვე­მორ­ჩი­ლე­ბი­ნე. რო­ცა ჩე­მებ­მა მზი­თე­ვი მო­მი­ტა­ნეს, რა­ღაც არ მო­ე­წო­ნა და მას მე­რე სულ მაყ­ვედ­რის: ხომ ხე­დავ, შე­ნებ­მა შვი­ლის­თ­ვის რაც გა­ი­მე­ტე­სო... - რაც ჰქონ­დათ, ის მო­ი­ტა­ნეს! თუ მდი­და­რი ოჯა­ხის შვი­ლი უნ­დო­და რძლად, მა­შინ სხვა შე­ერ­ჩია. პა­ტარ-პა­ტა­რა კონ­ფ­ლიქ­ტებ­მა მიგ­ვიყ­ვა­ნა დიდ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბამ­დე. აბა, რო­მე­ლი რძა­ლი აიტანს დე­დამ­თილს, რო­მე­ლიც ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბის ოთახ­ში დი­ლა­უ­თე­ნია შე­დის, კარ­ზე ხან აკა­კუ­ნებს, ხან - არა და ყვე­ლა­ფერ­ში ცხვირს ჰყოფს? წაიკითხეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს