ხალხური საკრავების 75 წლის ოსტატი - მერაბ ბაიდოშვილი სოფელ მაღაროდან

ხალხური საკრავების 75 წლის ოსტატი - მერაბ ბაიდოშვილი სოფელ მაღაროდან

სიღნაღის რაიონის სოფელ მაღაროში მცხოვრები 75 წლის მერაბ ბაიდოშვილი 40 წელზე მეტია ქართულ ხალხურ საკრავებს (სალამური, ჩონგური, ბასფანდური) აკეთებს. ოსტატი ინსტრუმენტების წიფელის, დეკის, კაკლის, ჭერემის და აკაციის მასალისგან ამზადებს, გასაფორმებლად კი მაკაგონს იყენებს. სალამურების ფასი 20-30 ლარია. სიმებიანი საკრავების ფასი კი 90-დან 150 ლარამდე ღირს.

"ბავშვობიდან ვუკრავ და ვმღერი. ალბათ მუსიკალური საკრავების დამზადების ინტერესიც ამიტომ გამიჩნდა. მასწავლებელი არავინ მყავდა. ბევრს ვწვალობდი, რომ დამუშავების შემდეგ საკრავებს შესაბამისი ჟღერადობა ჰქონოდა. ახლა უკვე ხალხური ტრადიციული რეწვის ოსტატის წოდება მაქვს.   მუსიკალური ანსამბლების გარდა, სახლისთვისაც ბევრი ყიდულობს", - უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს მერაბ ბაიდოშვილმა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა