ბიზნესმენი ვალერი შოშიაშვილი, მეორე დღეა, ოჯახის წევრებთან ერთად, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის სახლთან შიმშილობს. ბიზნესმენის დედის განცხადებით, წინა ხელისუფლების პირობებში, მაქინაციური სქემით მათ 5 მილიონამდე ღირებულების ქონება დაუყადაღეს. ოჯახი საქმის დროულად გამოძიებას ითხოვს. მათი განცხადებით, მთავარი პროკურატურა საქმის გამოძიებას შეგნებულად აჭიანურებს.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ბიზნესმენის დედამ, ქეთევან შოშიაშვილმა უთხრა, ვალერი შოშიაშვილი მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება.