გურჯაანის გამგეობას სპორტკომპლექსის მშენებელი კომპანიისთვის 350 000 ლარის გადახდა დაეკისრა

გურჯაანის გამგეობას სპორტკომპლექსის მშენებელი კომპანიისთვის 350 000 ლარის გადახდა დაეკისრა

უზენაესმა სასამართლომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობას, გურჯაანის სპორტკომპლექსის მშენებელი კომპანია "თემა"-სთვის დაახლოებით 350 000 ლარის გადახდა დააკისრა. კომპანიის ადვოკატის თქმით, გამგეობამ "თემა"-ს ტენდერით გათვალისწინებულზე მეტი ღირებულების სამუშაოები შეასრულებინა. კომპანია შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურებას ითხოვდა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსის, ნანა ჭაბუკაძის თქმით, შპს "თემა"-ს მოთხოვნა დაახლოებით 1 600 000 ლარის გადახდა იყო. სასამართლომ გამგეობას 350 000-მდე ლარის გადახდა დააკისრა, საიდანაც დაახლოებით 251 000 ლარი სახელშეკრულებო თანხაა, 89 000 ლარზე მეტი კი პირგასამტეხლო.

შპს "თემას" ადვოკატის თამაზ კილანავას თქმით, გურჯაანის სპორტკომპლექსის პროექტის განსახორციელებლად, ტენდერით 2 800 000 ლარი იყო გათვალისწინებული, კომპანიამ კი 3 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სამუშაო შეასრულა, რადგან პროექტით გათვალისწინებული რეაბილიტაციის ნაცვლად, არსებული შენობის დანგრევა და ახლის აშენება მოუხდა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა