"ცოცხ­ლად და­მარ­ხუ­ლი" გე­ნი­ო­სი მეც­ნი­ე­რი

 "ცოცხ­ლად და­მარ­ხუ­ლი" გე­ნი­ო­სი მეც­ნი­ე­რი

ხან­დაზ­მუ­ლი მეც­ნი­ე­რი მოს­კოვ­ში, ჩე­რი­ო­მუშ­კი­ნის ბაზ­რის პირ­და­პირ, ერთ სა­ში­ნელ, რწყი­ლე­ბი­ან კო­მუ­ნა­ლურ ბი­ნა­ში ცხოვ­რობ­და. რო­ცა მე­ზობ­ლებს ეს უღიმ­ღა­მო სო­რო დას­ჭირ­დათ, მო­ხუ­ცის არ­ყოფ­ნი­სას ბი­ნა და­არ­ბი­ეს, ნივ­თე­ბი და­ამ­ტ­ვ­რი­ეს, მი­სი ჩა­ნა­წე­რე­ბი გა­ა­ნად­გუ­რეს. მეც­ნი­ე­რი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, საცხოვ­რებ­ლად ქა­ლიშ­ვილ­თან გა­და­სუ­ლი­ყო. მაგ­რამ ყო­ვე­ლი­ვემ მას­ზე ისე იმოქ­მე­და, რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, მა­ლე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა, - ბო­რო­ტი მე­ზობ­ლე­ბის გუ­ლის გა­სა­ხა­რად: მათ­თ­ვის ხომ საცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თო­ბი გა­თა­ვი­სუფ­ლ­და. რო­გორც მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში იტყ­ვი­ან ხოლ­მე - თა­ვი­სი წი­ლი ცხოვ­რე­ბა იცხოვ­რა და ეყო­ფა...

კა­ცი იკითხავს - მე­რე, რა? ერ­თი შე­ხედ­ვით, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია. საბ­ჭო­ე­თის კო­მუ­ნა­ლურ ბი­ნებ­ში ამა­ზე უარე­სიც მომ­ხ­და­რა... მაგ­რამ საქ­მე ის არის, რომ ეს უბ­რა­ლო მო­ხუ­ცი კი არ იყო, არა­მედ გა­მო­ჩე­ნი­ლი მეც­ნი­ე­რი - ლევ ტერ­მე­ნი გახ­ლ­დათ. არა მარ­ტო მეც­ნი­ე­რი, არა­მედ - მუ­სი­კო­სიც...

ტერ­მე­ნის ყვე­ლა­ზე ფარ­თოდ გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი გა­მო­გო­ნე­ბა - მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი ელექ­ტ­რო­ნუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი - ტერ­მენ­ვოქ­სი (1919-20) იყო, რო­მე­ლიც თურ­მე ლე­ნინ­საც მოს­წო­ნე­ბია. ის იყო აგ­რეთ­ვე, შორს მხედ­ვე­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო სის­ტე­მის ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი შემ­მუ­შა­ვე­ბე­ლი (1925-26); მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი რიტ­მუ­ლი მან­ქა­ნის - რიტ­მი­კო­ნის (1932) ავ­ტო­რი; დაც­ვის სის­ტე­მის სიგ­ნა­ლი­ზა­ცი­ის; ავ­ტო­მა­ტუ­რი კა­რი­სა და გა­ნა­თე­ბის; პირ­ვე­ლი სრულ­ყო­ფი­ლი მო­სას­მე­ნი მოწყო­ბი­ლო­ბის შემ­ქ­მ­ნე­ლი.

ლევ ტერ­მე­ნი და­ი­ბა­და 1896 წელს, პე­ტერ­ბურ­გ­ში. და­ამ­თავ­რა პე­ტერ­ბურ­გის კონ­სერ­ვა­ტო­რია ვი­ო­ლონ­ჩე­ლოს კლა­სით. სწავ­ლობ­და პე­ტერ­ბურ­გის უნი­ვერ­სი­ტეტ­შიც - ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე. 1919 წლი­დან ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­და პეტ­როგ­რა­დის ფი­ზი­კა-ტექ­ნი­კურ ლა­ბო­რა­ტო­რი­ას. 1923 წლი­დან, პა­რა­ლე­ლუ­რად, მოს­კო­ვის მუ­სი­კა­ლუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბის ინ­ს­ტი­ტუტ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლობ­და. 1927 წელს, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის გა­ნათ­ლე­ბის სა­ხალ­ხო კო­მი­სა­რი­ატ­მა მივ­ლი­ნე­ბა­ში საზღ­ვარ­გა­რეთ გაგ­ზავ­ნა. მთე­ლი ევ­რო­პა შე­მო­ი­ა­რა, გახ­და ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი ნიუ-იორ­კ­ში, მი­ლი­ო­ნერ­თა კლუბ­შიც კი შე­ვი­და. 1931-38 წლებ­ში აშშ-ში სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბის - ე­ლე­ტო­უც­ჰ­ჩორ­პო­რა­ტი­ონ - დი­რექ­ტო­რი გახ­ლ­დათ. ნიუ-იორ­კ­ში მის სტუ­დი­ას სწვე­ვი­ან და იქ უმუ­შა­ვი­ათ კი­დეც გა­მო­ჩე­ნილ ადა­მი­ა­ნებს: ემიგ­რანტ მეც­ნი­ერ ალ­ბერტ აინ­შ­ტა­ინს, დი­რი­ჟორ ლე­ო­პოლდ სტო­კოვ­ს­კის, მსა­ხი­ობ ჩარ­ლი ჩაპ­ლინს, მხატ­ვა­რ მა­რი ელენ ბი­უტ­სა და სხვ.

ლევ ტერ­მე­ნის არა­ერ­თი გა­მო­გო­ნე­ბა, რო­მე­ლიც 20-40-იან წლებ­შია შექ­მ­ნი­ლი, შემ­დ­გომ მყა­რად შე­მო­ვი­და ჩვენს ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში, არა­და, მეც­ნი­ე­რის სა­ხე­ლიც კი მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ანს არც გა­უ­გო­ნია.

არც სა­ხე­ლი "ტერ­მენ­ვოქ­სი­ა" ცნო­ბი­ლი ფარ­თო მა­სის­თ­ვის. მას­ზე დაკ­ვ­რა მუ­სი­კო­სის ხე­ლებ­სა და ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტის ან­ტე­ნას შო­რის მან­ძი­ლის ცვა­ლე­ბა­დო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რის შე­დე­გა­დაც, რყე­ვის კონ­ტუ­რის მო­ცუ­ლო­ბა და, შე­სა­ბა­მი­სად, ხმის სიხ­ში­რე იც­ვ­ლე­ბა. სწო­რი ვერ­ტი­კა­ლუ­რი ან­ტე­ნა ბგე­რის ტონს, ხო­ლო ნა­ლი­სებ­რი ჰო­რი­ზონ­ტა­ლუ­რი - ხმის დო­ნეს გა­ნა­პი­რო­ბებს. ტერ­მენ­ვოქ­ს­ზე და­საკ­რა­ვად იდე­ა­ლუ­რი სმე­ნაა სა­ჭი­რო, რად­გან დაკ­ვ­რი­სას მუ­სი­კო­სი ინ­ს­ტ­რუ­მენტს არ ეხე­ბა.

მეც­ნი­ერ­მა მსოფ­ლიო სა­მეც­ნი­ე­რო სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­ა­ო­ცა ტერ­მენ­ვოქ­სით, რომ­ლი­თაც კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის კონ­ცერ­ტებს თა­ვად მარ­თავ­და. "ცი­უ­რი მუ­სი­კა", "ან­გე­ლოზ­თა ხმა" - აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბით წერ­და პრე­სა. საბ­ჭო­თა კავ­შირ­მა რამ­დე­ნი­მე ფირ­მის­გან 2000 ტერ­მენ­ვოქ­სის დამ­ზა­დე­ბის შეკ­ვე­თაც კი მი­ი­ღო, იმ პი­რო­ბით, რომ ტერ­მე­ნი მი­სი ათ­ვი­სე­ბის გა­სა­კონ­ტ­რო­ლებ­ლად ამე­რი­კა­ში ჩა­ვი­დო­და. მაგ­რამ გა­მომ­გო­ნე­ბელ­მა ამ დროს, სამ­შობ­ლო­ში ორი და­ვა­ლე­ბა მი­ი­ღო: პირ­ვე­ლი - გა­ნათ­ლე­ბის სა­ხალ­ხო კო­მი­სარ ლუ­ნა­ჩარ­ს­კის­გან და მე­ო­რე - სამ­ხედ­რო უწყე­ბის­გან... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს