"ახალგაზრდა კაცი მოგვიკლეს, ორი პატარა ბავშვი დაობლდა და ჩვენ ჩუმად ვართ"

 "ახალგაზრდა კაცი მოგვიკლეს, ორი პატარა ბავშვი დაობლდა და ჩვენ ჩუმად ვართ"

19 მაისს, დაახლოებით 14:30 საათზე, აფხაზეთის ე.წ ადმინისტრაციულ საზღვართან მკვლელობა მოხდა. საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გალის რაიონის მკვიდრი 31 წლის გიგა ოთხოზორია მოკლეს. დანაშაული სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა. ვიდეომასალაში, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა, ასახულია, თუ როგორ მისდევენ ე.წ მესაზღვრეები გიგა ოთხოზორიას და გადმოდიან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. გარდაცვლილს 6 ტყვია ესროლეს, მათგან 2 ბარძაყში მოხვდა, 3 მუცლის არეში და ერთი საკონტროლოდ ნასროლი ტყვია - სახეში.

ხურჩაში მომხდარ სასტიკ დანაშაულს ცნობილი ქართველი ხელოვანები "კვირის პალიტრასთან" ეხმაურებიან...

თენგიზ არჩვაძე: - საშინელებაა ბატონო ეს ყველაფერი, რისთვის მოგვიკლეს უდანაშაულო კაცი?! როგორც ვიცი არაფერი არ დაუშავებია და თან ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოკლეს... ეს პირველი შემთხვევა არ არის და ალბათ არც უკანასკნელი იქნება! მოიფიქრონ რამე მთავრობაში, რისთვის სხედან იქ?!

გუჯა ბურდული: - რას აკეთებს მთავრობა, რამეს აპირებს? - საშინელება მოხდა და მგონია, რომ ჩვენი მთავრობა ხმას ამოიღებს!  განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია