რა სახის საჩუქრით მოიგებთ ქალის გულს მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

რა სახის საჩუქრით მოიგებთ ქალის გულს მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მამაკაცებო, გაინტერესებთ რა სახის საჩუქრით უნდა გაახაროთ საყვარელი ქალი საიმისოდ, რომ მისი გული მარტივად მოიგოთ? ამის გარკვევა ყველაზე იოლად, მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით შეიძლება. ასე რომ, გადახედეთ ქვემოთ მოცემულ სტატიას და დროულად დაიჭირეთ თადარიგი "გმირობის" ჩასადენად...

ვერძი

მას პრაქტიკული საჩუქრები უყვარს. აჩუქეთ ორიგინალური დიზაინის სათვალე, ლამაზი შარფი, სპა-სალონის ან სოლარიუმის აბომინენტი, დაგეგმეთ ქალაქგარეთ მასთან ერთად რომანტიკული უიქენდი, იგი უბრალოდ აღფთრთოვანდება ამით.

კურო

კუროსთვის საუკეთესო საჩუქარი იქნება ძვირად ღირებული კოსმეტიკის ნაკრები, ძვირფასი ქვებით გაწყობილი მასიური სამაჯური ან კულონი, ასევე სადილი რესტორანში სადაც ქალაქის საუკეთესო შეფ-მზარეული ამზადებს კერძებს.

ტყუპი

ტყუპის აღფრთოვანება რომ დაიმსახუროთ, აჩუქეთ მას უახლესი მოდელის მობილური ტელეფონი ან აიპადი. მას ასევე გაახარებს სამკაულების ნაკრები, ან ლამაზი ხელჩანთა.

კირჩხიბი

კირჩხიბის გული თუ გინდათ მოიგოთ, მას აუცილებლად უნდა აჩუქოთ ძვირად ღირებული სუვენირი, რომელსაც იგი თაობებს შეუნახავს, როგორც რელიკვიას. სასურველია, ეს ნივთი იყოს ხელნაკეთი.

ლომი

ლომისთვის საჩუქრის შეძენა თქვენს ბიუჯეტს საკმარისზე მეტად შეარყევს, ეს იმიტომ, რომ იაფფასიანი ნივთის ჩუქების შემთხვევაში, ძუ ლომის მხრიდან პატივისცემას უმალ დაკარგავთ. აჩუქეთ მას დახვეწილი დიზაინის მქონე ოქროს სამკაული, მიიწვიეთ კარგ სპექტაკლზე ან გაანებივრეთ მდიდრულ რესტორანში ვახშმით.

ქალწული

თუ გინდათ ქალწული გაახაროთ, აჩუქეთ მას რაც შეიძლება კარგი ხარისხის კოსმეტიკური ნაკრები ან ესთეტიკური მედიცინის ცენტრში ფასდაკლებით ვიზიტის აბონიმენტი. მას ასევე გაახარებს ძვირად ღირებული თეთრეულის კომპლექტიც.

სასწორი

სასწორის გულის მოსაგებად, აუცილებელია, რომ ნებისმიერი სახის საჩუქარს, თან ტკბილეულის ლამაზად შეფუთული ნაკრებიც ახლდეს. საჩუქრის სახით კი შეგიძლიათ შეარჩიოთ ლამაზი ბროში, თმის სამაგრი ან უცხო დიზაინის საყურე.

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს