გადაურიცხა თუ არა ევა ბარბაქაძეს ბიძინა ივანიშვილმა თანხა - რას წერს შორენა ბეგაშვილი გავრცელებულ ინფორმაციაზე

გადაურიცხა თუ არა ევა ბარბაქაძეს ბიძინა ივანიშვილმა თანხა - რას წერს შორენა ბეგაშვილი გავრცელებულ ინფორმაციაზე

მსახიობი შორენა ბეგაშვილი უარყოფს ინტერნეტში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ევა ბარბაქაძის ოპერაციისთვის 100 ათასი ლარი გაიღო. აღნიშნულთან დაკავშირებით პოსტს ბეგაშვილი "ფეისბუქზე" ავრცელებს.

"ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, სამწუხაროდ", - წერს შორენა ბეგაშვილი.

შორენა ბეგაშვილი და ევა ბარბაქაძე რამდენიმე დღეა თურქეთის ერთ-ერთი კლინიკაში იმყოფებიან. ევას კლინიკაში ხერხემალზე ერთი ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც ცნობილია, დაგეგმილია მეორე ოპერაცია.

შეგახსენებთ, მსახიობის ქალიშვილი 25 აპრილს მეხუთე სართულიდან გადმოვარდა. მას იაშვილის კლინიკაში რამდენიმე ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა.

ასევე იხილეთ: შორენა ბეგაშვილისა და ევა ბარბაქაძის ემოციური ფოტო თურქეთის კლინიკიდან

შორენა ბეგაშვილი: მე კიდევ დავიწყებ ცხოვრებას თავიდან

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს