ძროხის დაჯახება თუ ჩხუბი - რამ ჩაულურჯა თვალი მინაძის თემის რწმუნებულს?

ძროხის დაჯახება თუ ჩხუბი - რამ ჩაულურჯა თვალი მინაძის თემის რწმუნებულს?

მინაძის თემში ამბობენ, რომ გამგებლის წარმომადგენელმა ადგილობრივებთან იჩხუბა, თვალჩალურჯებული რწმუნებული კი ამ ამბავს კატეგორიულად უარყოფს. როგორც მინაძის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლის, ჭაჭარაქის მკვიდრები ამბობენ, შელაპარაკება გამგებლის წარმომადგენელს გიორგი დიასამიძეს ურავლელებთან მოუვიდა. შემთხვევა გასულ კვირას, სოფელ ურავლის მთაში მოხდა.

"სუფრაზე იყვნენ, ნასვამები. ურავლელებს სტუმრად ვიღაც თურქი ჰყოლიათ. რწმუნებულს შეუგინებია თურქების და სომხების დედაცო. ურავლელებს არ დაუთმიათ, ჩვენი სტუმარია და რატომ აგინებო", - ამბობს ჭაჭარაქის ერთ-ერთი მცხოვრები.

მისი თქმით, მომხდარის შესახებ რწმუნებულმა თავად უამბო: "მითხრა ვიჩხუბეთ, მაგრად მომხვდაო. თვალიც აქვს დალურჯებული".

ინციდენტის დღეს გიორგი დიასამიძე მთაში ჭაჭარაქელებთან ერთად წავიდა. აღნიშნულს ამავე სოფლის მკვიდრი გიორგი მინასინი ადასტურებს. როგორც მისი საუბრიდან ირკვევა, რწმუნებული მთაში სამსახურეობრივი მოვალეობის გამო იმყოფებოდა.

"გზა იყო გასაწმენდი და ეს უნდა ენახა. 5–6 კაცი ვიყავით ერთად, ჩვენ დაახლოებით 90 სული საქოენლი გავრეკეთ", - ამბობს მინასიანი.

მინასიანი ადასტურებს, რომ დიასამიძე ნასვამი იყო: "3–4 ჭიქა ჰქონდა დალეული", თუმცა იმას, რომ რწმუნებულს იქ მყოფ ურავლელებთან შელაპარაკება მოუხდა, უარყოფს: "ეგეთი არაფერი ყოფილა. როგორც მითხრეს, საქონელს დაურტყია".

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა