ამზადებენ თუ არა ბეგლარ სიორიძეს პარტიის თავმჯდომარედ - რას აპირებს გუბერნატორის მოადგილე?

ამზადებენ თუ არა ბეგლარ სიორიძეს პარტიის თავმჯდომარედ - რას აპირებს გუბერნატორის მოადგილე?

"გურია ნიუსის" მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად, პარტია "ქართული ოცნება -  დემოკრატიული საქართველოს" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს დავით დარჩიას ამ დღეებში გადააყენებენ. ამის მიზეზად ნასაკირალში წაგებული არჩევნები სახელდება, რომელზეც პასუხისმგებლობა დარჩიას ეკისრება.

ამ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახურში არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ "თავმჯდომარის შეცვლაზე საუბარი არ ყოფილა".

თუმცა, როგორც "გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, პასუხს გუბერნატორის მოადგილეს სოსო ერქომაიშვილსაც მოსთხოვენ, რომელიც რიგგარეშე არჩევნების მოგებაზე პარტიის წინაშე იყო პასუხისმგებელი.

"ჯერ არ მქონია ამ თემაზე პარტიის ხელმძღვანელებთან საუბარი, ველოდები მათთან შეხვედრას, სადაც დეტალებს გავივლით. ბუნებრივია, პასუხისმგებლობა მქონდა, ამას არ გავურბივარ, თუმცა, გუნდური პრინციპით. თუ პოლიტსაბჭო, პარტიის რგოლი გადაწყვეტს, რომ მე უნდა დავტოვო, თუნდაც გუბერნატორის მოადგილის თანამდებობა და ეს წაადგება პოლიტიკურ პარტიას, მზად ვარ პირნათალდ შევასრულო ეს სახელმწიფოებრივი მიდგომებიდან გამომდინარე" - ამბობს "გურია ნიუსთან" ერქომაიშვილი.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა