იმპიჩმენტი დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარეს "ქართული ოცნების" დატოვებიდან მეორე დღეს

იმპიჩმენტი დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარეს "ქართული ოცნების" დატოვებიდან მეორე დღეს

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ლაფანაშვილმა პარტია "ქართული ოცნების" დატოვების შესახებ 23 მაისს განაცხადა. ლაფანაშვილი პაატა ბურჭულაძის მოძრაობას "სახელმწიფო ხალხისთვის" შეუერთდა. მეორე დღესვე, 24 მაისს, დუშეთის საკრებულოს 13-მა წევრმა მას უნდობლობა გამოუცხადა და საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან მისი გადაყენება მოითხოვა.

საკრებულოს წევრებს შორის, რომლებიც გიორგი ლაფანაშვილის გადაყენების მოთხოვნით რიგგარეშე სხდომის მოწვევას ითხოვენ, უმრავლესობა "ქართული ოცნების" წევრია.

განცხადებაზე ხელმომწერი დეპუტატების უმრავლესობა იმპიჩმენტის მიზეზებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. ერთ-ერთმა მათგანმა როინ პეტრიაშვილმა აღნიშნა, რომ ლაფანაშვილისთვის უნდობლობის გამოცხადება მის მიერ "ქართული ოცნების" დატოვებასთან კავშირში არ არის. ქეთევან კახურაშვილის თქმით კი, იმპიჩმენტის დაყენების საკითხი ნაწილობრივ სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა