მიშა მესხი და ია სუხიტაშვილი დაშორდნენ

მიშა მესხი და ია სუხიტაშვილი დაშორდნენ

მსახიობები მიშა მესხი და ია სუხიტაშვილი დაშორდნენ. აღნიშნული ინფორმაცია ინტერნეტსივრცეში ცოტა ხნის წინ გავრცელდა. ჭორი მათი დაშორების შესახებ პირველად რამდენიმე თვის წინ გავრცელდა, თუმცა განქორწინების ფაქტი მაშინ არცერთმა არ  დაადასტურა. უფრო მეტიც, მათ სხვადასხვა ღონისძიებებზე და თავშეყრის ადგილებში ხშირად ხედავდნენ ერთად.

AMBEBI.GE შეეცადა მიშას ან იას დაკავშირებოდა, თუმცა ტელეფონს არცერთი არ პასუხობს. ჩვენ დავუკავშირდით მიშას დას, მარი მესხს, რომელიც ძმისა და რძლის ურთიერთობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს:

"მიშა 5 თვე შვედეთში იყო წასული. გადაღებები ჰქონდა. თბილისში გუშინ ჩამოვიდა და არ მაქვს ინფორმაცია ერთად ცხოვრობენ თუ არა", - აღნიშნა მარი მესხმა.

მიშა მესხმა და ია სუხიტაშვილმა 2010 წელს ბათუმში ყველასგან მალულად დაიწერეს ჯვარი. როგორც მიშა ერთ-ერთ ინტერვიუში ყვებოდა, წყვილი ერთმანეთს სტუდენტობიდან იცნობდა, თუმცა მათი სასიყვარულო ურთიერთობა ფილმის, "გასეირნება ყარაბაღში 2"-ის შემდეგ დაიწყო.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

48 წლის გვინეტ პელტროუ გაშიშვლდა - "ჯერ კიდევ შემიძლია, რომ გავიხადო"

ოთხი ჯილდო ერთ ფილმს  - "ასეთი რადიკალური გადაწყვეტილება ფესტივალის ჟიურის არასოდეს მიუღია"

ვინ არიან ილიკო სუხიშვილის შვილები - პოპულარული ოჯახის შთამომავლების ცხოვრება და წლების შემდეგ ნაპოვნი ქალიშვილი (ფოტოები)