გურჯაანში, რესტორან "კახეთში" მომუშავე მიმტანსა და მზარეულს ნასვამმა მამაკაცმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ინციდენტი იმ დროს მოხდა, როცა ის რესტორნიდან გადიოდა. შსს-ს ინფორმაციით, მამაკაცმა დაწესებულების კუთვნილი ლეპტოპიც დაამტვრია.
რამ გამოიწვია კონფლიქტი რესტორანში, უცნობია. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ინციდენტის მონაწილე მამაკაცი გამოვლენილია და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.