გელათის სამონასტრო კომპლექსში წირვა-ლოცვა შიშით ტარდება. ტაძარში, რომელიც იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი, წვიმის დროს წყალი სამრეკლოდან ჩადის და ფრესკებთან ერთად, სალოცავად შეკრებილ მრევლსაც ასველებს. პრობლემა თვალსაჩინოა. პირად საუბრებში სასულიერო პირები კომპლექსში გაჩენილ ბზარებს სარესტავრაციო სამუშაოებს უკავშირებენ.