"...ანარქო-ვეგანებმა დაამტკიცონ, რომ მწვადებს ისროდნენ და ყვიროდნენ" - რა ვიდეოს ავრცელებენ ნაციონალისტები ვეგეტარიანელების საპასუხოდ

"...ანარქო-ვეგანებმა დაამტკიცონ, რომ მწვადებს ისროდნენ და ყვიროდნენ" - რა ვიდეოს ავრცელებენ ნაციონალისტები ვეგეტარიანელების საპასუხოდ

რამდენიმე დღის წინ თბილისში, ვეგანურ კაფეში მომხდარ ინციდენტს დიდი რეზონანსი მოყვა როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ მედიაში. მომხდარი ინციდენტის შესახებ წერს "ბიბისი", "დეილი მეილი" და რამდენიმე პოპულარული დასავლური გამოცემა. ამბავი საკუთარ ფანებს სოციალურ ქსელში გაუზიარა ცნობილმა ამერიკელმა მუსიკოსმა Moby-მ.

PALITRATV.GE-მ ინციდენტის პირველივე დღეს გააშუქა ორივე მხარე: როგორც ვეგეტარიანული კაფეს თანამშრომლები და კლიენტები, ასევე ის ადამიანები, რომლებსაც სავარაუდოდ, თავდასხმა ედებოდათ ბრალად.

ამჯერად კი, Youtube-ზე ინციდენტის ამსახველი კიდევ ერთი ვიდეომასალა გაავრცელა ინტერნეტმომხმარებელმა ალეკო კაპანაძემ. ვიდეოს ავტორი მასზე შემდეგ მინაწერს აკეთებს: "გრანტიჭამიებს გაედოთ და მთელი მათი მოგონილი სცენარი დაიმსხვრა. ნათლად ჩანს, რეალურად ვინ არიან "ჩაგრული" ვეგანები. ანარქისტი, ნარკომანი, საზოგადოებისთვის სახიფათო არაადეკვატური ელემენტები. პ.ს. ბევრი წერს, მთლიანი ვიდეო არაა, როგორ დაიწყოო, სოსისებს ისროდითო და ა.შ. ამ მხარემ დადო მტკიცებულებები, ფაქტები და ჰაერზე არაფერი უთქვამს. ახლა ანარქო-ვეგანების ჯერია დაამტკიცონ, რომ მწვადებს ისროდნენ და ყვიროდნენ, იგინებოდნენ და ა.შ. ვერ დაამტკიცებდნენ, რადგან ტყუილია... ისე, მწვადების და სოსისების შეტანა არაა კანონდარღვევა. რომ იცოდეთ, ეგ თავისუფლების გამოხატულებაა ერთგვარი. პრადვინუტებს ასე გესმით, ხომ? აი, დანების ტრიალი, მუქარა და ბოთლების სროლა, ასევე გინება კი კანონდარღვევაა", - წერია Youtube-ზე გამოქვეყნებული ვიდეოს აღწერაში.

თუმცა, ერთწუთიანი ვიდეოდან ძნელია იმის განსაზღვრა, თუ რამ გამოიწვია კაფეს პერსონალის გაღიზიანება, ვინაიდან არ ჩანს ინციდენტის მაპროვოცირებელი მიზეზი. ვიდეოს გამავრცელებლის, ალეკო კაპანაძის განმარტებით, ვიდეოს ორიგინალი, სრული ვერსია შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია