დღის ფოტო: პოლიციელის დღე თბილისში

დღის ფოტო: პოლიციელის დღე თბილისში

შს სამინისტროსთან პოლიციელის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები, ასევე ლიტვის, მოლდოვისა და ბელორუსის შს მინისტრები და სხვა ქვეყნის ოფიციალური პირები დაესწრნენ.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გახსნა. მინისტრმა გამორჩეული თანამშრომლების სამსახურეობრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისთვის ვადამდელი წოდებაც მიანიჭა. ასევე გადასცა სამკერდე ნიშნები და მადლობის სიგელები.

პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფის პირადი შემადგენლობა, ტექნიკა და აღჭურვილობა იყო წარმომადგენელი.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასასრულს დამსწრე საზოგადოების წინაშე ვაჟთა გუნდი "მართვე" და ქართული ნაციონალური ბალეტი "სუხიშვილები" წარსდგნენ.

ფოტო: ირაკლი გედენიძე

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს