შავი იუმორი რუმინულ სასაფლაოზე - ეს საფლავები გაგაოცებთ

შავი იუმორი რუმინულ სასაფლაოზე - ეს საფლავები გაგაოცებთ

მიცვალებულებზე ხუმრობა ყველა ერში ცუდ ტონად არის მიჩნეული, სულ მცირე, ეს უტაქტობად ითვლება, თუმცა ამას ვერ ვიტყვით რუმინულ ქალაქ საპანტაზე. გაგიკვირდებათ და ამ ქალაქის მკვიდრნი ადამიანის გარდაცვალებას იუმორით ხვდებიან, რაც გამოიხატება გარდაცვლილის საფლავის მრავალფეროვნებითა და სიჭრელით. რაც შეეხება საფლავის ქვის წარწერას, ეპიტაფიას, ისიც ძალიან ხშირად იუმორით არის ხოლმე გაჟღენთილი.

ძალიან ხშირად აქ გარდაცვლილის საიდუმლოებებსაც კი წაიკითხავთ. თავის გამართლება არავის უწევს, მიცვალებულისთვის უკვე ყველაფერი სულ ერთიაო.

ამ ტრადიციას საფუძველი ადგილობრივმა მკვიდრმა, ხურომ სტენ იოან პატრაშმა, რომელიც ხისგან ჯვრებსა და მიცვალებულთა სასახლეებს ამზადებდა.

ტრადიციული დაკრძალვის შემდეგ, რომელიც სამი დღე გრძელდება, გარდაცვლილთა ნათესავები იკრიბებიან, რათა მოიგონონ წასული ადამიანი და მასზე სხვადასხვა ამბას ყვებიან. პატრაში უსმენდა ამ ამბებს და მოკლე ლექსადა აქცევდა ხოლმე მათ, შემდეგ კი ხეზე ტვიფრავდა.

თავისი პირველი ლექსი პატრაშმა 1935 წელს ამოტვიფრა. ამ საქმეს ის საკუთარ გარდაცვალებამდე - 1977 წლამდე ემსახურებოდა. როგორც ამბობენ, მას დაახლოებით 800-მდე ეპიტაფია აქვს გაკეთებული... განაგრძეთ კითხვა + იხილეთ ფოტოები

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს