ბავშვებისთვის მოწყობილი ედემის ბაღი ქართული ტაძრის ეზოში - ეს უნდა ნახოთ!

ბავშვებისთვის მოწყობილი ედემის ბაღი ქართული ტაძრის ეზოში - ეს უნდა ნახოთ!

წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარი მცხეთასთან ახლოს, რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. მონასტრისკენ მიმავალი ჯერ მჭიდროდ დასახლებული ქალაქის ქუჩები გავიარეთ, შემდეგ ნელ-ნელა ქუჩები მეჩხერი სახლებით შეიცვალა, მერე კი მინდვრებით და ხეებით დაფარულ გზას დავადექით. ძველი, ბებერი ხეები ისე იყო გზისკენ გადმოხრილი, მზეს ფარავდა. წვიმდა, უეცრად ცივმა ქარმა დაუბერა. ვუახლოვდებოდით ტაძარს და განსაკუთრებული გრძნობა გვეუფლებოდა. ყოველ მხარეს ამწვანებული არემარე მოჩანდა. მწვანეში იყო ჩაფლული ეს დიდებული ტაძარი.

მართლაც საოცარი და სანატრელი ადგილია. ქრისტეს მხედრები არიან აქ მოღვაწე მამები. ეზოში ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ანგია შემოგვეგება. ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. ეზო ლამაზ-ლამაზი სუვენირებით, ნაკეთობებით, მცენარეებით შექმნილი ულამაზესი კომპოზიციებით არის გაფორმებული. სწორედ ამ ტაძრის ეზოში განისვენებს იტალიაში გმირულად დაღუპული არქიმანდრიტი ილია კარტოზია. ღვთის განგებას კაცი ვერ ჩაწვდება. აქ საოცარი ჰარმონია და სიმშვიდე სუფევს. მონასტერი უფალთან სიახლოვეს, სულიერ საზრდოს უხვად იმეტებს ადამიანისთვის.

ტაძრის მშენებლობა მამა დავით ჯიშკარიანის ხელმღვანელობით 2002 წელს დაიწყო. მას შემდეგ, რაც მამა ილია კარტოზია ამ ტაძარში დაკრძალეს, მონასტრად გადაკეთდა. მონასტრის ეზოს მოწყობასა და გამწვანებაში წინამძღვარი, მამები, მორჩილები, მრევლი ერთნაირად იყო ჩართული.

მამა ანგიას თქმით, ეს უფრო ბავშვებისთვისაა გათვლილი. ბუჩქებიდან მაცდურად იცქირება ყველა ბავშვისთვის საყვარელი მაშა, რომელიც დათვს ახალ ოინს უმზადებს. იქვე ახლოს სტუმართმოყვარე, ულვაშებდაწკეპილი კახელი კაცი სვან კაცს ეპატიჟება თავის სამფლობელოში, სვანი კი კოშკებიდან დაკოხილი უმზერის. ეზოში განსაკუთრებული ადგილი უკავია კაცხის სვეტს, რომელიც მიუდგომელ კლდეზეა ნაშენები. ფიროსმანსაც შეხვდებით. მისმა ერთადერთმა სიყვარულმა მოჩვენებასავით გაიელვა. დგას ახლა აქ მოწყენილი და თავის მარგარიტას ელოდება.

გაგრძელება + ფოტოგალერეა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს