რა არ უნდა გააკეთოთ უძილობის თავიდან ასარიდებლად

რა არ უნდა გააკეთოთ უძილობის თავიდან ასარიდებლად

საკუთარ ჯანმრთელობას ძალით არ უნდა ავნოთ, რადგან ორგანიზმის დაბერება ისედაც გარდაუვალი პროცესია. ძილის უკმარისობა აჩქარებს დაბერებას და გართმევთ საშუალებას, კარგად იგრძნოთ თავი. ქვევით წარმოგიდგენთ ხერხებს, თუ როგორ აირიდოთ თავიდან უძილობა.

1. ალკოჰოლი

სპირტიანი სასმელების ხშირი მოხმარება მელატონინის გამომუშავებას უწყობს ხელს, ეს ძილის ჰორმონია. გამორიცხეთ ალკოჰოლი რაციონიდან და ძილის რეჟიმიც დაგილაგდებათ.

2. კოფეინი

ყავა და მაგარი ჩაი დილით უნდა დალიოთ. საღამოს ყავის მიღება ძილს დაგაკარგვინებთ.

3. შუადღის ძილი

შუადღის ძილის შემდეგ ღამით ჩაძინება გაცილებით რთულია.

4. სპორტი

ფიზიკური დატვირთვა სწორი რაოდენობით კარგია ჯანმრთელობისთვის, მაგრამ საღამოს სპორტდარბაზში არ გირჩევთ სიარულს, თუ უძილობისკენ ხართ მიდრეკილი. ფიზიკური აქტივობა ორგანიზმს ააქტიურებს და სიფხიზლის რეჟიმში გადაჰყავს.

5. ცხელი ოთახი

როდესაც გცხელა, ჩაძინება გაცილებით რთულია. ძილის წინ გაანიავეთ ოთახი და აკონტროლეთ საძინებლის ტემპერატურა. თბილი პიჟამა და საბანი შესაძლოა, უძილობის მიზეზი გახდეს.

მომზადებულია news.day.az-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს