როგორია თანამედროვე მონობა

როგორია თანამედროვე მონობა

მსოფლიოს მასშტაბით 45 მილიონზე მეტი ადამიანი თანამედროვე მონობაში ცხოვრობს. მათი ორი მესამედი მხოლოდ აზიაშია. 2016 წლის მსოფლიო მონობის ინდექსის მიხედვით, მონობა განმარტებულია როგორც ექსპლუატაცია, როდესაც ადამიანს არ შეუძლია დატოვოს სამუშაო ადგილი ძალადობის და მუქარის გამო.

თანამედროვე მონობა ფირმებია ბავშვთა მონობა, იძულებითი ქორწინება, იძულებითი შრომა, როდესაც მსხვერპლი მუშაობს იმიტომ, რომ მას ემუქრებიან ან აშინებენ. ასევე, როდესაც ადამიანი იძულებულია იმუშაოს უფასოდ.

"ბიბისი" გთავაზობთ თანამედროვე მონობის ხუთ ყველაზე გავრცელებულ ვარიანტს:

ზღვის პროდუქციის ინდუსტრია

უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ათასობით ადამიანი ტრეფიკინგის მსხვერპლია და იძულებულია იმუშაოს სათევზაო ნავებზე, სადაც ისინი წლებს ატარებენ ისე, რომ სანაპიროს ვერც ხედავენ. მსხვერპლები აცხადებენ, რომ მათ, ვინც ცდილობს გაიქცეს, ან კლავენ ან კიდევ ნავებიდან წყალში აგდებენ.

ტაილანდს, რომელიც მსოფლიოში ზღვის პროდუქტების მესამე ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია, მიანმარელი და კამბოჯელი ადამიანების ტრეფიკინგში ადანაშაულებენ. ეს ადამიანები სათევზაო ნავებზე მიჰყავთ და მონებივით ამუშავებენ. არის შემთხვევები, როდესაც მათ ჰპირდებიან სამუშაოს ქარხანაში, შემდეგ ჩაჰყავთ ტაილანდში და სათევზაო ნავებზე იძულებითი შრომის მსხვერპლი ხდებიან. იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს