"დაუშვებელია და დიდი სირცხვილია ასე ძალადობა თანამოქალაქეებზე და ჩამოსულ სტუმრებზე" - დეკანოზი თამაზ ლომიძე ზაჰესში მომხდარ ინციდენტზე

"დაუშვებელია და დიდი სირცხვილია ასე ძალადობა თანამოქალაქეებზე და ჩამოსულ სტუმრებზე" - დეკანოზი თამაზ ლომიძე ზაჰესში მომხდარ ინციდენტზე

გერმანიაში მოღვაწე დეკანოზი თამაზ ლომიძე ზაჰესში მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ და ოფიციალურად ნებადართულ, ნეიტრალურ ტერიტორიაზე კონცერტის ჩაშლა რომ დაუშვებელია მღვდლის და მრევლის მიერ ამაზე ორი აზრი შეუძლებელია იყოს. დაუშვებელია და დიდი სირცხვილია ასე ძალადობა თანამოქალაქეებზე და ჩამოსულ სტუმრებზე. არ უნდა აკადრო ადამიანებს კონცერტის ჩაშლა, დენის გათიშვა, ტერიტორიიდან გაყვანა და ამგვარები. მითუმეტეს რომ ეს ტერიტორია შენ არ გეკუთვნის. შემაშფოთებელია ზოგიერთის მღვდლის ასეთი საქციელი და ძალიან და ცუდი შედეგების მომტანი იქნება. მაგრამ აქ უმთავრესი პრობლემა სახელმწიფოს და მისი ძალაუფლების აღმასრულებელის - პოლიციის წარმოუდგენელი სისუსტე და უპასუხისმგებლობაა. იქ მისული პოლიციელების რეაგირებისთვის ერთადერთი არგუმენტი უნდა ყოფილიყო - ჰქონდათ თუ არა იქ შეკრებილებს სახელმწიფო ნებართვა კონცერტის ჩასატარებლად. სხვა ნებისმიერი ფაქტორი უმნიშვნელოა.

მოვუწოდებ სახელმწიფო ძალაუფლების მატარებლებს (პოლიციას): პატივი ეცით სახელმწიფოს ნიშანს, რომელსაც ატარებთ და ღირსეულად, სამართლიანად და ცივი გონებით შეასრულეთ თქვენი საქმე.

სახელმწიფო კანონის წინაშე აბსოლუტურად ერთია მღვდელიც, პადრეც, რაბინიც, მოლაც და და ნებისმიერი სხვა მოქალაქეც".

იხილეთ ასევე: "არავის, არასდროს გრძნობებით არ უპოვია ღმერთი" - რას ქადაგებს დეკანოზი ჯაჭვლიანის ინიცირებული კანონპროექტის შესახებ

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს