6 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

6 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ივნისში უამრავი დღეა, როცა უნდა აკონტროლოთ ემოციები; დღეს - ერთ-ერთი ასეთი. შეამცირეთ კონტაქტები. ვინც შეგხვდებათ ყველას მიმართ იყავით თავაზიანი და მოსიყვარულე. ნუ დახარჯავთ ენერგიას სკანდალებზე, უმჯობესია დრო პირად განვითარებას მოახმაროთ.

კურო

კოლეგების ხუმრობას და კრიტიკას ყურადღებას ნუ მიაქცევთ. მოერიდეთ უსიამოვნებებს; მაქსიმალურად შეამცირეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. უმჯობესია, დღე იდეების განხორციელებას, საქმეების მოგვარებას დაუთმოთ, მაგრამ დამოუკიდებლად, სხვების დახმარების გარეშე.

ტყუპი

ან ხმაურიანი უქმეების, ან დაძაბული ორშაბათის გამო მეტად გაღიზიანებული ხართ. მოერიდეთ დაპირისპირებას, კონფლიქტს გარშემო მყოფებთან. მეტი დრო დაუთმეთ მიმდინარე საქმეებს, ახალი პროექტების განხორციელებას.

კირჩხიბი

თუ ემოციების მოთოკვას და უსიამოვნებების ხუმრობაში გატარებას შეძლებთ, დღე მშვიდად ჩაივლის. ნუ მიიღებთ გარშემო მყოფების ნათქვამს გულთან ახლოს. განმარტოებით იმუშავეთ, საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ.

ლომი

დღეს გარშემო მყოფებს თქვენი ნიჭიერებით, ბედნიერი ღიმილით და პოზიტივით გაანაწყენებთ. მაქსიმალურად შეიკავეთ თავი დაპირისპირებისგან. კიდევ უფრო მეტად გაიღიმეთ. საღამოს ნუ დანიშნავთ პაემანს, მეგობრებთან შეხვედრას, დრო მშვიდ გარემოში გაატარეთ.

ქალწული

დილიდან დაგეგმეთ საქმეები, განიხილეთ ახალი პროექტები. დანიშნეთ საქმიანი შეხვედრები და მოლაპარაკებები. სამშაბათისთვის გადადეთ დღეს დანიშნული პაემანი. საღამო თვითგანათლებას დაუთმეთ.

სასწორი

დაკავდით საკუთარი საქმეებით. დღეს თქვენი დიპლომატია და სიმშვიდე არც კოლეგების, არც ახლობლების დასაწყნარებლად არ გეყოფათ. ამიტომ დროსა და ენერგიას ტყუილად ნუ დაკარგავთ. განახორციელეთ ახალი იდეები. საღამო კი საკუთარ თავზე ზრუნვას მოანდომეთ.

მორიელი

ორშაბათი - თქვენი დღეა. გარშემო მყოფებთნ ურთიერთობაში მეტად გამოავლინეთ დიპლომატია და იუმორი. მოერიდეთ უარყოფითი ემოციების გამოხატვას. უმჯობესია, ახალი საქმეები წამოიწყოთ, მშვიდ გარემოში, განმარტოებით იმუშაოთ.

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს