"ყველა, ვინც კოტე თოლორდავაზე მირეკავს, როგორც ცოცხალზე... ხართ არაადამიანები!" - განო მელითაური

"ყველა, ვინც კოტე თოლორდავაზე მირეკავს, როგორც ცოცხალზე... ხართ არაადამიანები!" - განო მელითაური

რეჟისორი განო მელითაური, გარდაცვლილ მეუღლესთან დაკავშირებით, "ფეისბუქის" პირად გვერდზე მიმართვას ავრცელებს:

"ყველა, ვინც კოტე თოლორდავაზე, რომელიც მთელმა საქართველომ დაიტირა, მირეკავს როგორც ცოცხალზე, მიყვება როგორ დაინახა ქუჩაში, ან რომ მასთან საუბარი უნდა და სასწრაფოდ დავალაპარაკო, რომ ონლინ-კრედიტი ჰქონდა და მე ვმალავ და არ ვალაპარაკებ, რომ ქონდა ხილვა და ნამდვილად ცოცხალია, ყველა, როგორც ერთი, ხართ არაადამიანები!!!!

წარმოდგენა არ გაქვთ ადამიანურ ღირებულებებზე, განსაცდელზე, რომელსშიც ჩვენი ოჯახი იმყოფება, დანაკარგზე, რომელსაც სამყაროში ვერაფერი აგვინაზღაურებს და ტკივილებზე, რომელსაც ყოველდღიურად განვიცდით!

შეწყვიტეთ! რადგან თითოეული ასეთი ზარის შემდეგ დემორალიზებული და განადგურებული ვარ და მთელი თერთმეტთვიანი ძალისხმევა ცხოვრების გაგრძელება შევძლო, წყალში იყრება!", - წერს განო.

შეგახსენებთ, რეჟისორის მეუღლე, მსახიობი კოტე თოლორდავა 2015 წლის 10 აპრილს მოსკოვში გარდაიცვალა.

იხილეთ ასევე: "ზურგზე ამოღებული კაბა გეცმება ჩემს დაკრძალვაზეო, მეუბნებოდა, მე დაგინახავ და მომეწონებიო…“ - განო მელითაური

"თარაში სულ ეუბნება პატარას, მამიკო ზემოდან გვიყურებსო..." - როგორ ცხოვრობს კოტე თოლორდავას ოჯახი ახალ ბინაში

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს