2016 წლის საუკეთესო სუნამოები - იპოვეთ მათ რიცხვში საყვარელი პარფიუმი?

2016 წლის საუკეთესო სუნამოები - იპოვეთ მათ რიცხვში საყვარელი პარფიუმი?

ნიუ იორკში 2016 წლის საუკეთესო სუნამოების დაჯილდოების ცერემონია Fragrance Foundation Awards გაიმართა.

სუნამოების "ოსკარად" წოდებული ცერემონია 1973 წლიდან ყოველწლიურად იმართება ცნობილი პარფიუმერების, დიზაინერებისა და შოუ ბიზნესის წარმომადგენელთა მონაწილეობით.

წლევანდელი ცერემონია, შარშანდელის მსგავსად, კვლავ Dior-ის ტრიუმფით დასრულდა, რომელმაც წელსაც ოთხ კატეგორიაში გაიმარჯვა. თუმცა ყველაზე მთავარ ნომინაციებში გამარჯვება უკვე მერამდენედ არავის დაუთმო Tom Ford-მა, რომელმაც მამაკაცის წლის ძვირადღირებული სუნამოების კატეგორიაში უკვე ზედიზედ მეექვსედ გაიმარჯვა, ხოლო ამავე ნომინაციაში ქალებს შორის მესამედ მოიპოვა ჯილდო.

ქალისა და მამაკაცის 2016 წლის ძვირადღირებული სუნამოების კატეგორიაში გამარჯვებულები არიან Tom Ford-ის Noir ქალებისთვის და Venetian Bergamot მამაკაცებისთვის.

წლის პრესტიჟული სუნამოების პრიზის მფლობელები გახდნენ Marc Jacobs-ის Decadence (ქალებისთვის) და დიორის Sauvage (მამაკაცებისთვის). ეს უკანასკნელი საუკეთესოდ დასახელდა მომხმარებელთა არჩევანის კატეგორიაშიც  ვრცლად ყველა კატეგორიის გამარჯვებულებზე

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს