რას წერს "ფეისბუქში" მამა, რომელიც დედის ნაცვლად სახლში ერთი დღით დარჩა - ეს ყველა კაცმა უნდა წაიკითხოს

რას წერს "ფეისბუქში" მამა, რომელიც დედის ნაცვლად სახლში ერთი დღით დარჩა - ეს ყველა კაცმა უნდა წაიკითხოს

ახალგაზრდა მამა ავსტრალიიდან ბრედ კერლნსი, თავისი გამოცდილებით დარწმუნდა, თუ როგორი რთულია სახლში ჯდომა ორ პატარა ბავშვთან ერთად და თან ოჯახის საქმეების შეთავსება. იგი იმდენად იყო შთაბეჭდილებებით სავსე, რომ სოციალურ ქსელში დაწერა ამის შესახებ.

ბრედმა გამოაქვეყნა ემოციური პოსტი, რომელშიც დეტალურად აღწერა ერთი დღე თავისი ცხოვრებიდან.

როგორც გაირკვა, მისი მეუღლე სარა ავად გახდა და ახალგაზრდა მამა იძულებული გახდა, სახლში დარჩენილიყო 2 წლის ნოსკისა და 6 თვის ფინთან. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ბრედს უნდოდა საკვების მომზადება, მაგრამ ორცხობილისა და ნახევრად გამლღვალი ხორცის ნაჭრის გარდა ვერაფერი იპოვა. სანამ მამა ფიქრობდა, თუ რისი მომზადება შეიძლებოდა ამ პროდუქტებით, ატირდა 2 წლის ნოკსი. ბავშვმა მოითხოვა DVD-ის ჩართვა. მამამ ვერ მოასწრო ნოკსის მოთხოვნის შესრულება, რომ პატარა ფინმა დაიწყო ისტერიული ტირილი. ბრედის სიტყვებით, ძალიან რთული იყო ტირილის მიზეზის დადგენა, მას, ასე პატარას ხომ ვერ შეეკითხებოდი... ყვირილისა და ცრემლების თანხლებით მამამ უცებ გააკეთა სწრაფად მოსამზადებელი მაკარონი, რომლითაც დაანაყრა უფროსი შვილი.

"საღამოსთვის ჩემი მოთმინება ზედა ზღვარზე იყო. ნოკსი მხოლოდ მაშინ გაჩუმდა, როდესაც ნება დავრთე, ჩემს ბეწვიან ფეხებზე სტიკერები დაეკრა. ბოლოს უკვე ისე ვიყავი, დილით ფეხების გაპარსვა გადავწყვიტე, რათა სტიკერების აძრობით მიყენებული ტკივილი თავიდან ამეცილებინა," - ჰყვება ბრედი.

გაგრძელება

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს