"დავუმტკიცოთ, რომ მცირედი სამართალი მაინც არსებობს და ბოლომდე არ წავმხდარვართ" - ჯანო იზორიას ძმა მიმართვას ავრცელებს

"დავუმტკიცოთ, რომ მცირედი სამართალი მაინც არსებობს და ბოლომდე არ წავმხდარვართ" - ჯანო იზორიას ძმა მიმართვას ავრცელებს

ლიზა ყენიას შემდეგ "ცეკვავენ ვარსკვლავების" მონაწილის, ჯანო იზორიას მხარდამჭერ პოსტს მისი ძმა ნიკა იზორია აქვეყნებს.

"მართლაც, ძალიან ცოტა დარჩა გამარჯვებამდე, სულ ორი ორშაბათი. მეგობრები, არ მოვდუნდეთ, გთხოვთ... დავუფასოთ ამ ადამიანს ნიჭი და შრომა და დავუმტკიცოთ, რომ ამდენი ტყუილად არ უბრძოლია, რომ მცირედი სამართალი მაინც არსებობს ამ ქვეყანაში, რომ არ წავმხდარვართ ბოლომდე, რომ ვხედავთ მის უშრეტ ენერგიას და თავდადებას და არ ვართ ბრმები, რომ გვესმის ხელოვნება, რომელიც უდაოდ მასშია აფეთქებული და კიდევ მრავალი.... 95335 ნუ დავიშურებთ" , - წერს ნიკა იზორია.

"ცეკვავენ ვარსკვლავები" დასასრულს უახლოვდება. პროექტში სამი მამაკაცი - სტანისლავ ბონდარენკო, ჯანო იზორია, ანდრია გველესიანი და მათი მეწყვილები დარჩნენ. 13 ივნისს გამართული ლაივ-შოუს შემდეგ პროექტი მომღერალმა ლიზა ყენიამ და მისმა მეწყვილე რატი გაჩეჩილაძემ დატოვეს. ლიზა ყენიამ პროექტის დატოვების შემდეგ მხარდაჭერა ჯანო იზორიას გამოუცხადა.

იხილეთ: "ბონდარენკოს არ უნდა ერგოს ბინა და ჯანო არ უნდა დადიოდეს ფოთიდან თბილისში" - რას წერს ლიზა ყენია "ცეკვავენ ვარსკვლავების" დატოვების შემდეგ

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს