ხელვაჩაურის სოფელში დაბადების დღეზე 24 ადამიანი, მათ შორის 11 ბავშვი მოიწამლა

ხელვაჩაურის სოფელში დაბადების დღეზე 24 ადამიანი, მათ შორის 11 ბავშვი მოიწამლა

ხელვაჩაურში, სოფელ სატეხიაში წვეულებაზე 24 ადამიანი მოიწამლა.

14 ივნისს საღამოს, დაბადების დღის აღსანიშნავად შეკრებილი ყველა სტუმარი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მოწამვლას გადაურჩა ერთადერთი მამაკაცი, რომელიც ჩინეთის მოქალაქეა.

როგორც AMBEBI.GE-ს ადგილობრივ კორესპონდენტს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ განუცხადა, 24 ადამიანი, მათ შორის 11 ბავშვი სამ სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს. მისივე განმარტებით, სამედიცინო დაწესებულებების მიერ გამოტანილი დიაგნოზი არის "დაუზუსტებელი სუბსტანციების ტოქსიური ეფექტი". ნინო ნიჟარაძის თქმით, პირველადი მოკვლევით საკვები პროდუქტებით ინტოქსიკაცია გამორიცხულია.

"პაციენტების წინასწარი დიაგნოზი იყო დაუდგენელი ეტიოლოგიის ინტოქსიკაცია. მათი მდგომარეობა იყო საშუალო და მსუბუქი სიმძიმის. ძირითადი კლინიკა ჰქონდათ თავბრუხვევა და გონების დაბინდვა. 11 ბავშვი გადაიყვანეს ბავშვთა საავადმყოფოში, დანარჩენები კი ბათუმის ორ სხვადასხვა საავადმყოფოში. სამედიცინო დაწესებულებაში მისვლაზე უარი განაცხადა წვეულებაზე მყოფმა ჩინელმა სტუმარმა, მისი მდგომარეობა არ იყო რთული. დღეს ყველა პაციენტი სტაბილურადაა. პირველადი ეპიდმოკვლევით საკვებისმიერი ინტოქსიკაცია გამოირიცხა. ეპიდმოკვლევას სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს, რომელიც საანალიზოდ იღებს საკვებ პროდუქტებს და შესაბამისი დასკვნა ამის შემდეგ დაიდება", - აღნიშნა ნინო ნიჟარაძემ.

მისივე განმარტებით, თუ რა გახდა 24 ადამიანის ინტოქსიკაციის მიზეზი ლაბორატორიული კვლევის შედეგების შემდეგ გახდება ცნობილი.

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა