ხელვაჩაურის სოფელში 24 ადამიანი განზრახ მოწამლეს? - რა ვერსიები აქვთ ადგილობრივებს

ხელვაჩაურის სოფელში 24 ადამიანი განზრახ მოწამლეს? - რა ვერსიები აქვთ ადგილობრივებს

ხელვაჩაურის სოფელ სატეხიაში 14 ივნისის საღამოს, დაბადების დღის აღსანიშნავად შეკრებილი სტუმრები სამედიცინო დაწესებულებაში აღმოჩნდნენ. წვეულებაზე 24 ადამიანი მოიწამლა. მოწამვლას გადაურჩა ერთადერთი მამაკაცი, რომელიც ჩინეთის მოქალაქეა.

მოწამლულებს შორის 11 ბავშვია. ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრის ექიმი პედიატრის ხათუნა კაკაბაძის თქმით, 11 ბავშვს ზოგადი სისუსტე და გულისრევა აღენიშნებოდა და საავადმყოფოში გადიან მკურნალობის კურსს. ექიმი არ აკონკრეტებს, რა მასალა არის აღებული კვლევისთვის და წინასწარი ვერსიით, რამ გამოიწვია ინტოქსიკაცია.

"11 პაციენტი შემოვიდა ზოგადი სისუსტით, გულისრევის შეგრძნებით და ძილიანობისკენ მიდრეკილებით. 9 თვიდან 16 წლამდე პაციენტები იმყოფებიან მონიტორინგის ქვეშ, საჭიროებენ დინამიკაში დაკვირვებას და მკურნალობას. ტარდება შესაბამისი კვლევა და კვლევის შედეგიდან გამომდინარე გაკეთდება დასკვნა", - აღნიშნა ხათუნა კაკაბაძემ.

ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო. როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს წინასაგამოძიებო მოკვლევა.

სოფელ სატეხიაში მცხოვრებლებს ინტოქსიკაციის ფაქტთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსიები აქვთ. ერთი ვერსიით, ინტოქსიკაცია გაზიანმა სასმელმა გამოიწვია, მეორე ვერსიით კი, შესაძლოა მოწამვლა განზრახ განხორციელდა.

გარდაბნის სოფლებში ხვალიდან გაფართოებული ტესტირება იწყება - რაიონი შესაძლოა ჩაიკეტოს

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში