ჯანდაცვის ორგანიზაციამ ცხელი ჩაი და ყავა სიმსივნის გაჩენის მიზეზად დაასახელა

ჯანდაცვის ორგანიზაციამ ცხელი ჩაი და ყავა სიმსივნის გაჩენის მიზეზად დაასახელა

კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტომ და საყოველთაო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ცხელი სასმელების მიღება ჯანმრთელობისთვის სახიფათოდ აღიარა.

ძალიან ხელი ყავა და ჩაი ზრდიან სიმსივნის გაჩენის რისკს, ასეთი დასკვნა კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოში გააკეთეს. ”შედეგები ადასტურებს, რომ ძალიან ცხელი სასმელების მიღება სიმსივნის გაჩენის მიზეზია. საქმე თავად ტემპერატურაშია და არა სასმელში”, - ამბობს სააგენტოს დირექტორი კრისტოფერ უაილდი.

კრიტიკულ წერტილად მეცნიერებმა 65 გრადუსი ტემპერატურა დაასახელეს. ამაზე დაბალი ტემპერატურის სასმელის დალევა უსაფრთხოა, 65 ან უფრო მაღალის კი სიმსივნის გავრცელებას უწყობს ხელს.

”კვლევები ჩატარდა ჩინეთში, ირანში და თურქეთში. ასევე სამხრეთ ამერიკაში, სადაც ჩაის ტრადიციულად ცხლად სვამენ. აღმოვაჩინეთ, რომ სიმსივნის გაჩენის რისკი ტემპერატურის ზრდასთან ერთად მატულობს”, - ამბობენ საყოველთაო ჯანდაცვის ორგანიზაციაში.

მომზადებულია Independent-ის მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს