როგორ იკვებება ინგლისის დედოფალი ელიზაბეტ მეორე

როგორ იკვებება ინგლისის დედოფალი ელიზაბეტ მეორე

ყოფილი სამეფო შეფ-მზარეული, დარენ მაკგრადი ყვება, თუ რა საჭმელს ანიჭებდა უპირატესობას ელიზაბეტ მეორე. შეფ-მზარეულმა ბუკინგემის სასახლეში  10 წელი იმუშავა, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ წლების განმავლობაში დედოფლის მენიუში არაფერი შეცვლილა.

როგორც დაენი ამბობს, "მისი უდიდებულესობა ჭამს იმისთვის, რომ იცოცხლოს და არა პირიქით”, ის არასოდეს ყოფილა განსაკუთრებული გურმანი და საკვებისადმი მომთხოვნი ადამიანი. უპირატესობას მუდამ ანიჭებდა სეზონურ ხილს და ბოსტნეულს. ის სიამოვნებით მიირთმევს მარწყვს, მაგრამ მხოლოდ ზაფხულობით".

დაენის თქმით, დედოფალს ძალიან უყვარს კარაქი და ნაღები, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ფიგურას უფრთხილდება, ცხიმიან საკვებს მხოლოდ მოგზაურობის ან მიღების დროს მიირთმევს. ზოგადად მარტივი საკვები უყვარს, მაგალითად, გრილზე მომზადებული ქათმის სალათი.

ელიზაბეტ მეორე ძალიან დისციპლინირებულია. მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, როგორ გარნირს სთავაზობენ შეფ-მზარეულები, კარტოფილს, პასტას თუ ბრინჯს. მას და მის მეუღლე პრინც ფილიპს ყოველდღიურად უჩვენებენ მენიუს ორ ვარიანტს, საბოლოო ვერსიის დასამტკიცებლად. ელიზაბეტი თავად არჩევს მენიუს კომპონენტებს. თუმცა, ძირითადად, მისი კვების რეჟიმი ერთფეროვანია.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს