ქალმა 400 კილოგრამი დაიკლო - "არასოდეს დაკარგოთ იმედი და განაგრძეთ ბრძოლა"

ქალმა 400 კილოგრამი დაიკლო - "არასოდეს დაკარგოთ იმედი და განაგრძეთ ბრძოლა"

მაირა ლიზბეთ როსალესს სრული უფლება აქვს, საკუთარი თავი გამარჯვებულად მიიჩნიოს და სხვებისთვის სამაგალითო იყოს. საქმე ის არის, რომ ქალი 500 კილოგრამს იწონიდა და საწოლს იყო მიჯაჭვული. საწოლშიც კი არ შეეძლო ნორმალურად მოძრაობა. ექიმები სიმსუქნის ასეთ ფორმას პათოლოგიად მიიჩნევენ.

როდესაც ადვოკატი პირველად მივიდა მაირასთან, მას სხეულის ცხიმოვანი ნაკეცები ბალიშები ეგონა. თუმცა ნებისყოფის, 11 ოპერაციის და სპეციალური დიეტის და ვარჯიშების დახმარებით მაირამ 400 კილოგრამი დაიკლო.

"მე ვკვდებოდი. არ ვიცი, გინახავთ თუ არა ჩემი ფოტოები წონის კლებამდე, მაგრამ ეს საშინელება იყო. ახლა ჯერ კიდევ 30 კილოგრამი მაქვს დასაკლები", - განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში როსალესმა.

დღეისათვის მარია გამაჯანსაღებელ პროგრამას უდგას სათავეში და მაგალითს აძლევს ათასობით ადამიანს. მას საკუთარი საიტი აქვს, ხოლო ფეისბუქ-გვერდზე 30 000-მდე მომწონებელი. "არასოდეს დაკარგოთ იმედი და განაგრძეთ ბრძოლა. ჩვენ მხოლოდ ერთხელ ვცოცხლობთ, ეს ღირს ბრძოლად", - ამბობს მაირა.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს