თუშეთში ტურისტული სეზონი 25 ივნისს ფესტივალით - "მზე მოე" გაიხსნება

თუშეთში ტურისტული სეზონი 25 ივნისს ფესტივალით - "მზე მოე" გაიხსნება

25-26 ივნისს, თუშეთის ეროვნულ პარკში ტურისტული სეზონის გახსნისადმი მიძღვნილი ფესტივალი "მზე მოე" გაიმართება. ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ტრადიციულ სპორტულ თამაშებში, შეიძინონ ადგილობრივი ხელსაქმის ნიმუშები და დააგემოვნონ ტრადიციული სამზარეულო. ფესტივალში თუშეთის 50-მდე სოფლის მოსახლეობა იქნება ჩართული.

ფესტივალი 25 ივნისს, 13:00 საათზე თუშეთის და თუში ხალხის ცხოვრების მოკლე ისტორიული მიმოხილვით გაიხსნება. 14:00 საათზე ლელა თათარაიძისა და ჯგუფი "კესანეს" ფოლკლორული კონცერტი დაიწყება. 15:00 საათამდე ტრადიციული თამაშები და შეჯიბრებები - ხრიდოლი გაიმართება, სადაც გამარჯვებულებს დააჯილდოვებენ. ღონისძიების ფარგლებში გამოფენა-გაყიდვა, ტრადიციული სამზარეულოს დაგემოვნება, დოღი, ცხვრის პარსვა მოეწყობა. 20:00 საათზე ჯგუფი "ბანის" კონცერტი გაიმართება.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა