ქალმა სარეკლამო განცხადებაში გასაყიდ დივანთან ერთად შემთხვევით თავისი მკერდის ფოტო ატვირთა

ქალმა სარეკლამო განცხადებაში გასაყიდ დივანთან ერთად შემთხვევით თავისი მკერდის ფოტო ატვირთა

25 წლის ქალმა შემთხვევით თავისი შიშველი მკერდის ფოტო დაურთო გასაყიდი დივანის რეკლამას, რომელსაც 400 ფუნტად აფასებდა. ავეჯის შეძენით დაინტერესებული მომხმარებლები თვალებს არ უჯერებდნენ, როდესაც სარეკლამო შეთავაზებას დივანის ფოტოებთან ერთად სავსე მკერდის ფოტოც ახლდა. თეთრი ფერის, ტყავის, კუთხური დივანის ფოტოებისგან შემდგარი კოლაჟი სილამაზის თერაპისტის ჯესიკა ობრაიენის მოშიშვლებული მკერდის ფოტოთი იყო დამშვენებული.

სარეკლამო პოსტი ქალმა ფეისბუქზე ყიდვა-გაყიდვის გვერდზე განათავსა და განცხადებას თან დაურთო, რომ ადგილზევე მიუტანდა შენაძენს დამატებითი ანაზღაურების გარეშე.

რეკლამამ მალე გამოიწვია აჟიოტაჟი. "პროდუქტით" დაინტერესებული ერთ-ერთი მომხმარებელი წერდა, რომ ეს ყველაზე კომფორტული შემოთავაზება იყო, რაც აქამდე ენახა. მას შემდეგ, რაც პოსტი წაიშალა, ჯესიკამ თავის ფეისბუქ-გვერდზე შემდეგი სტატუსი დაწერა: "ძალიან მრცხვენია, რომ ასეთი ბავშვური შეცდომა დავუშვი ყიდვა-გაყიდვის გვერდზე".

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს