4 ნიშანი იმისათვის, რომ მიხვდეთ, იდეალური პარტნიორი იპოვეთ

4 ნიშანი იმისათვის, რომ მიხვდეთ, იდეალური პარტნიორი იპოვეთ

ფილმებში იდეალური წყვილი მარტივი ამოსაცნობია, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში მათი აღმოჩენა რთული საქმეა. წარმოგიდგენთ ურთიერთობების ექსპერტის, გაცნობის სერვისის White Glove-ს დირექტორის ტალია გოლდშტეინის რჩევებს, თუ როგორ მიხვდეთ, რომ იდეალური მეორე ნახევარი იპოვეთ.

1. მოგზაურობის ერთნაირი სურვილი გაქვთ

მარტივად შეიძლება პარტნიორის ამოცნობა მოგზაურობის დაგეგმვისას. "კარგი პარტნიორი მზადაა და სურვილიც აქვს, რომ თქვენთან ერთად იმოგზაუროს. თუ ერთ-ერთ თქვენგანს სათავგადასავლო მოგზაურობა სურს, მეორეს კი პირველი კლასით ფრენა, ეს ნიშნავს, რომ ვერ ერგებით ერთმანეთს. ასეთ დროს ცხოვრების განჭვრეტა ხდება და თუ აქ არ ერგებით ერთმანეთს, გრძელვადიან პერსპექტივაში ბევრი წინააღმდეგობა გექნებათ"

2. გაქვთ საერთო ინტერესები, რომელსაც ერთად იკმაყოფილებთ

"ორი ან სამი რამ უნდა იყოს, რაც ერთნაირად გეყვარებათ. დროის ერთად გატარებაზეა საუბარი. თუ მაგალითად, გიყვართ ერთად სეირნობა, სამაგიდო თამაშები ან სპორტული თამაშების ერთად ყურება, მაშინ კარგი წყვილი ხართ და ერთმანეთს ერგებით"

3. ურთიერთობაში სწორი ბალანსია

მთავარი ბალანსია. "წარმატების ფორმულა იმაშია, რომ როდესაც ერთი რაღაცას თმობს მეორესთვის, ამ დათმობისთვის პარტნიორი მას ბოლომდე მხარს უჭერს და დისკომფორტს არ აგრძნობინებს. მნიშვნელოვანია ენერგიაც. თუ ორივე მხარე ყოველდღე კომპლიმენტებს უძღვნის ერთმანეთს, ეს მალე გააჩენს უფსკრულს. ერთი უნდა იყოს, ვინც ხშირად გამოხატავს, მეორე იშვიათად, მაგრამ უფრო ემოციურად"

4. პარტნიორთან საკუთარი თავი უნდა მოგწონდეთ

მარტივია - ისეთ ადამიანთან უნდა იყოთ, ვინც თავს კარგად გაგრძნობინებთ, თქვენს პოტენციალს გააღვივებს და დაგარწმუნებთ, რომ ყველაფერი შეგიძლიათ. "საუკეთესო ურთიერთობა ისაა, სადაც გრძნობ, რომ შენი თავის საუკეთესო ვერსია ხარ".

მომზადებულია independent.co.uk-ს მიხედვით

ასევე წაიკითხეთ: თუ თქვენს ქმარს ეს 15 ნიშანი ახასიათებს, გაგიმართლათ - საუკეთესო მეუღლე გყავთ!

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს